
შუშის პლაჟი, ფორტ ბრეგი, კალიფორნია, აშშ (24 ფოტო)
- 2014-02-09 14:43:12
- 7265 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჩვენ ვყრით ნაგავს იქ, სადაც არ დაგვეზარება, ვაბინძურებთ წყალს, ჰაერს, მიწას. ბუნება კიდევ, დაგვიგულებს თუ არა გვერდზე მიტრიალებულებს, აქტიურად იწყებს ჩვენი “შემოქმედების” განადგურებას.
შეიძლება ჩვენი გადაყრილი ნაგავი ნეგატიურად აისახოს ბუნებაზე. ძალიან იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, რომ ნაგავი ქმნის სილამაზეს. ამ პოსტში წაიკითხავთ ზუსტად ასეთ იშვიათ შემთხვევაზე...
არის ასეთი საინტერესო სანაპირო - Glass Beach, Fort Bragg, California, USA (შუშის პლაჟი, ფორტ ბრეგი, კალიფორნია, აშშ)
ეს ადგილი გასაოცარია ტავისი უჩვეულო პლაჟით, რომელიც შემდეგნაირად შეიქმნა:
1949 წლიდან ფორტ ბრეგის (Fort Bragg) მოსახლეობას მიქონდა ნაგავი და კლდოვან სანაპიროზე, პირდაპირ ოკეანეში ყრიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ტანსაცმელს, ავეჯს, მანქანებსაც კი. 60-იან წლებში ნაგავსაყრელმა ფუნქციონირება შეწყვიტა "North Coast Water Quality Board-ის" ინიციატივით.
ნაგავის ნაწილი გაიტანეს და წლების მანძილზე სხვადასხვა პროექტები მუშავდებოდა ნაგვით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, თუმცა ბოლომდე საქმის მიყვანაში ადამიანებს ისევ ბუნება დაეხმარა.
შედეგი კი ასეთი გასაოცარია....