ვინ იყვნენ ვერელი თორაძეები, რომლებიც 23 წლის წინ ამოხოცეს
- 2016-08-21 21:06:19
- 6974 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მათ დაკრძალვაზე მხოლოდ 20 კაცი იმყოფებოდა, თუმცა ტრაგედია, რომელიც ზუსტად 23 წლის წინ მოხდა მთელ თბილისს ახსოვს. მომხდარის ხანდაზმულობის მიუხედავად კი 1992 წლის 3 მარტს ზემო ვერაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე ყველა დუმილს ამჯობინებს.
„პრესა.ჯი“ მოგიყვებათ ოჯახის შესახებ, რომელიც 23 წლის წინ ამოხოცეს, დამნაშავე (ები) კი დღემდე დაუსჯელები არიან.
თორაძეების 12 სულიანი ოჯახი ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდა. ზაურ თორაძეს და იზო ქურხულს 10 შვილი ჰყავდათ, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ. არაოფიცალური ინფორმაციით, დაპირისპირება თბილისში იმ დროს მოქმედი დაჯგუფების „ბოროტებსა“ და ლაშა თორაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდამ 1991 წელს უცნობ ახალგაზრდას, ქუჩაში ტყავის ქურთუკი წაართვა. დაზარალებული "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ. დაპირისპირებულთა შერიგების მიზნით საქმეში ე.წ კანონიერი ქურდი, პაატა ჩლაიძე ჩაერია.
ძმები ზაზა, ლაშა, იმედო და მათი მეგობარი ზვიად გელოვანი "ბოროტებს" ქალაგგარეთ ერთ-ერთ სახლში შეხვდნენ. უიარაღო ძმებს და მათ მეგობარს „მხედრიონელებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სამივე ძმა და მათი მეგობარი დაიჭრნენ. დაჭრილები "მხედრიონელებმა" ადგილზევე დატოვეს. თუმცა დაპირისპირება ამით არ დამთავრებულა.
1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს - გელას ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე გარდაიცვალა თორაძეების მეგობარი, ძმებს კი ჭრილობები აღენიშნებოდათ. 1992 წლის 3 მარტს, ლაშა თორაძე დედ-მამამ, ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. დაახლოებით 16:00 საათზე თორაძეები ექიმისგან სახლში კუთვნილი თეთრი ფერის "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, როცა ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს.
მანქანაში მყოფი ლაშა თორაძე დედ მამასთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე საკონტროლო გასროლით მოკლეს. მომხდარის შემდეგ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზაურ თორაძე პოლიციის მოთხოვნას გაეჩერებინა მანქანა არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქას ცეცხლი გაუხსნეს. პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ზაურ თორაძეს თან ავტომატი ჰქონდა. იზო ქურხულს ე.წ „ლიმონკა“. მანქანას 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ვერის საძმოს წევრები სასაფლაოს კუთხესთან, სწორედ თორაძეების ავტომანქანას ელოდნენ. „მხედრიონმა“ მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თორაძეების სახლში გადაინაცვლა. სახლში დარჩენილებმა თავი მეზობელს შეაფარეს. "მხედრიონის" წევრები სახლში შეცვივდნენ და ძვირფასი ნივთების შეგროვება დაიწყეს. შემდეგ კი თორაძეების მოსაძებნად მეზობელს მიაკითხეს.
სახლში "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე - უნიღბოდ. მათ ავტომატის ჯერით მცირეწლოვანი დების თვალწინ დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც. დღემდე გაუჩინარებულად ითვლება ზაზა თორაძე, თორაძეების უფროსი ვაჟი, რომელიც სამ მარტს სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ შინ არ დაბრუნებულა. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდაც გაუჩინარდა. დაობლებულმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი.
დღეს კი მათ შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით ერთ-ერთი და თამუნა თორაძე ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამ დრომდე ჟურნალისტებთან დუმილს ინარჩუნებს. ა თორაძეები. სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც. დღემდე გაუჩინარებულად ითვლება ზაზა თორაძე, თორაძეების უფროსი ვაჟი, რომელიც სამ მარტს სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ შინ არ დაბრუნებულა. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდაც გაუჩინარდა. დაობლებულმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი.
დღეს კი მათ შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით ერთ-ერთი და თამუნა თორაძე ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამ დრომდე ჟურნალისტებთან დუმილს ინარჩუნებს.