იგი გარდაიცვალა 23 წლის, მაგრამ გადაარჩინა 360 ადამიანის სიცოცხლე!

ეს ამბავი 1986 წლის 5 სექტემბერს პაკისტანში მოხდა. რადიკალ ისლამისტთა ჯგუფმა გაიტაცა ამერიკის ავიაკომპანიის Pan American-ის თვითმფრინავი. და თუ არა მამაცი ბორტგამცილებელი ნირჯი ბჰანოტი დაიღუპებოდა ასობით ადამიანი, თუმცა ამ გოგონამ უყოყმანოდ გაწირა თავისი თავი, რათა გადაერჩინა სხვების სიცოცხლე!

ნირჯიმ დაამთავრა საშუალო სკოლა და სწვალობდა მუმბაიში. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა, როგორც მოდელი და იყო ასევე ბევრი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელი. 1985 წლის მარტში, როდესაც გოგონას ქორწილ ჩაიშალა გადაწყვიტა მუშაობა ბორტგამცილებლად დაეწყო.




ბჰანოტი იყო უფროსი ბორტგამცილებელი რეისზე «PA 73». როდესაც თვითმფრინავი მუმბაიდან დილის 05:00 საათზე აფრინდა, პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ოთხმა შეიარაღებულმა ტერორისტმა მძევლად იაყვანა მგზავრები და ეკიპაჟი. ნირჯიმ შეძლო და სწრაფად გააფრთხილად მფრინავები, რის შემდეგაც მათ შეძლეს საგანგებო ლუქის დაკეტვა.



ტერორისტები სიკვდილით სჯიდნენ ყველას ვინც ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდებოდა, ამიტომაც მამაცმა ბორტგამცილებელმა შეძლო და ყველა ადამიანის პასპორტი, რომელსაც ტერორისტები მგზავრებს ართმევდნენ დამალა, ამიტომაც მათ ვერ შეძლეს ამერიკელი მოქალაქეების იდენტიფიცირება.

პაკისტანის პოლიციის მიერ გამოწვეული თავდასხმის შედეგად ნირჯიმ შეძლო და გაიყვანა მგზავრები უსაფრთხო ადგილას, მაგრამ სამწუხაროდ დარჩა სამი ბავში, რომლებმაც შიშის გამო ვერ შეძლეს თვითმფრინავის დატოვება.



გოგონა დაბრუნდა მათ გამოსაყვანად, მაგრამ ტერორისტებმა ის შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს. ნირჯი გადაეფარა თავისის სხეულით ბავშვებს და სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ მან მაინც შეძლო ადამიანების ევაკუაცია. ამის შემდეგ კი ის გარდაიცვალა. სხვათა შორის ერთ ერთი გადარჩენილი ბიჭი შემდგომში გახდა პილოტი.