აი რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ნატა ფერაძეზე...

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:

“მესმის, რომ ნატა ფერაძის პასუხი თამამი იყო. ეპატაჟური და არასატელევიზიო, მაგრამ…

გოგა ხაინდრავა რომ პორნოს გიანონსებთ და ეს იმედმა უნდა აჩვენოს, არ გაგიპროტესტებიათ.

ბიძინა ივანიშვილმა, ალასანიას პირადი რომ პირდაპირ ეთერში ქექა არ გაგიპროტესტებიათ.

მიშა რომ “ძუძუებს აჭამდა” ქალებს არ გაგიპროტესტებიათ.

ხათუნა ხოფერიას მიმართვა სანდრა რუსლოვსისადმი არ გაგიპროტესტებიათ.

რაღა ნატა ფერაძეზე გაგვახსენდა, რომ სატელევიზიო სტანდარტები არსებობს?! ვერ გავიგე? თუ დეპუტატ ჯაჭვლიანს აქვს იბიარდობის უფლება, პარტიზან მებაღეს რატომაც არ აქვს:) ეს მართლა ვირიშვილი მაიმუნი რა:) თუ პირიქით…”

” ქალბატონო ნატა, ამ უსექსო ქვეყანაში მაგის თქმა შეიძლებოდა?! აიტანეთ ახლა შურიანი ქალების რისხვა” -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი