თუკი ფრჩხილები გექერცლება და ადვილად გემტვრევა

სტატიაში მოყვანილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც შენს ფრჩხილებს სილამაზესა და სიჯანსაღეს დაუბრუნებს:


1. ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალს დაუმატე ერთი სუფრის კოვზი მარილი და 20 წუთის განმავლობაში ფრჩხილებზე აბანაზა გაიკეთე. სასურველია, ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორო. ორი კვირის შემდეგ, შეამჩნევ, რომ შენი ფრჩხილები საგრძნობლად გამაგრებული და ლამაზია.

2. სანამ მანიკურს გაიკეთებ, ფრჩხილებზე იოდი წაისვი. ამით მის სტრუქტურას დაზიანებისგან დაიცავ.

3. აიღე ორი, საშუალო ზომის ლიმონი და გაწურე, დაუმატე ზუსტად იმავე რაოდენობით წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 20 წუთის განმავლობაში ფრჩხილებზე აბაზანა გაიკეთე. პროცედურის ჩატარება საკმარისია ორ დღეში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ შედეგი გაგაოცებს.

4. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თუკი ფრჩხილები გექერცლება და ადვილად გემტვრევა ფერად ლაქზე უარი უნდა თქვა. სულაც არა! უბრალოდ, ხარისხიანი, ვიტამინიზირებული ხელებისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებები აირჩიე და თამამად გააგრძელე საყვარელი პროცედურები.

სცადე: SALLY HANSEN - ის ვიტამინიზირებული აცეტონი -
POLISH REMMOVER WITH WITAMIN E & ALOE - გამომშრალი ფრჩხილებისთვის და

MIRACLE CURE - ის ფრჩხილების გასამაგრებელი სპრეი, რომელიც, ასევე შეგიძლია, ფრჩხილის ლაქის ქვეშ, როგორც ბაზა, ისე გამოიყენო.