ნაომი ქემბელი - სილამაზიდან საზიზღრობამდე
- 2016-08-29 19:40:55
- 8577 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კითხვა რომ დასვათ, ვინ არის გარეგნულად ყველაზე სრულყოფილი ქალი - ალბათ ერთხმად გიპასუხებენ, რომ ეს ახალგაზრდა ნაომი ქემბელია.
ის ახალგაზრდა ანჯელინა ჯოლიზე სრულყოფილიცაა. იდეალური სხეული, ქალი, რომელსაც ბუნებისგან ყველაფერი ერგო - ანგელოზის სახე, ჩამოთლილი ტანი. მაგრამ საკუთარ სილამაზეს ქემბელი დაუდევრად მოექცა და გაანადგურა.
ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება ითქვას, რომ ნაომის გარეგნობის რადიკალური ცვლილება ასაკის ბრალია.
წლებთან ერთად ადამიანები იცვლებიან და მათი სილამაზე იკარგება. მაგრამ ამ შემთხვევაში, უარესობისკენ ცვლილება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე შესაძლებელი იყო.
ქემბელის სხეულსა და სახეზე აშკარაა სიგარეტის, ალკოჰოლისა და უწესო ცხოვრების წესი. მას შეეძლო გაცილებით ლამაზი დარჩენილიყო, თუ სწორ კვებას მიმართავდა, მავნე ჩვევებს არ აჰყვებოდა და ივარჯიშებდა.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა სხვა გზა აირჩია.
ამქვეყნად ქალის არსებობის ყველაზე დიდი დანიშნულება სიყვარულის გაცემაა, ისე, რომ ეს სიყვარული მიიღონ. ამ საქმეში გარეგნობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს. იხილეთ ფოტოსურათები