43 წლის ქალს მკრედით 1,7 კგ კოკაინი გადაჰქონდა

ვენესუელას მოქალაქე ესპანეთის პოლიციამ მადრიდის აეროპორტში დააკავა. ქალი რეისის მგზავრების ბარგის დათვალიერებისას ძალიან უცნაურად იქცეოდა, რამაც ნარკოტიკებთან ბრძოლის აგენტების ყურადღება მიიქცია.

ქალის ბარგში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა, თუმცა პირადი დათვალიერებისას ოფიცრებმა შენიშნეს, რომ ქალის მკერდი “დეფორმირებული” იყო, შედეგად ვენესუელის მოქალაქემ აღიარა, რომ იმპლანტანტებში კოკაინი ჰქონდა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.