
მსოფლიოს ერთი კვირა 20 ფოტოში (20 ფოტო)
- 2014-08-24 09:42:57
- 6397 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გთავაზობთ ფოტოების ნაკრებს, რომლებიც გასული ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
1. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფერგიუსონში მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცავები, აირწინაღებითა და იარაღით აღჭურვილნი, აქციის მონაწილეს შეჩერებას სთხოვენ. (9 აგვისტო)
2. ლოს ანჯელესში ჰოლივუდის ვარსკვლავ რობინ უილიამსის ვარსკვლავთან ხალხი იკრიბება, მის ვარსკვლავს და ხელის ანაბეჭდებს სურათებს უღებენ. (12 აგვისტო)
3. მადრიდში კორიდას დროს ტორეადორი ვისენტე კაბანესი ხარიდან გადმოვარდა (10 აგვისტო)
4. რაკეტა, რომელიც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს. (9 აგვისტო)
5. მამაკაცი, რომლის საცხოვრებელი სახლიც ღაზას სექტორში ისრაელის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ დაანგრია. (9 აგვისტო)
6. სეულში პაპ ფრანცისკსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პარკ გეუნ-ჰის შეხვედრის დროს პრეზიდენტის დაცვის წევრი ფანჯრიდან იყურება (14 აგვისტო)
7. საღებავის ფესტივალი მადრიდში (9 აგვისტო)
8. აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და 5 წლის გოგონას დიალოგი (12 აგვისტო)
9. ერაყში იეზიდი მამაკაცების მკვლელობის შემდეგ 15 წლის გოგონა დედასთან ერთად საკუთარ მამაზე ტირის (11 აგვიტო)
10. ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატის გარდაცვალების შემდეგ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველოს ამსახურის წევრი (13 აგვისტო)
11. ხალხი, რომელიც ადიდებული მდინარისგან თავის დაცვას ცდილობს (13 აგვისტო)
12. დონეცკში შეტაკებების დაწყებამდე, უკრაინელი ჯარისკაცების ტანისამოსი, რომლებიც მათ ტბაში ბანაობამდე გაიხადეს (8 აგვისტო)
13. ლიბერიის ერთერთი ქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სამედიცინო პერსონალს ებოლას ვირუსით გარდაცვლილის ცხედარი გამოაქვთ (10 აგვისტო)
14. ბრაზილიაში ბაგირზე მოსიარულე მამაკაცმა მრავალსართულიან შენობებს შორის გაიარა (11 აგვისტო)
15. ბალტიმორში წყალდიდობის შედეგად დაფარული ავტომობილი (12 აგვისტო)
16. რიტუალი ინდოეთში, სასულიერო პირი განიბანება (10 აგვისტო)
17. თეირანში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავის მიმოფანტული ნაწილები (10 აგვიტსო)
18. „სუპერმთვარე“ რიო დე ჟანეიროში (10 აგვიტო)
19. ახალ ზელანდიაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა (13 აგვიტო)
20. ძროხები მოწველამდე, რუსეთის ერთერთ სოფელში (8 აგვისტო)
წყარო