
მოლაპარაკე ფეხსაცმელი by Google & Adidas (8 ფოტო+ვიდეო)
- 2014-02-13 16:57:54
- 7569 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

8–17 მარტის შუალედში ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მიმდინარეობს ტექნოლოგიურ კონფერენცია – SXSW Interactive 2013, სადაც კომპანია – Google–მა წარმოადგინა ექპერიმენტული სპორტული ფეხსაცმელი – „Talking Shoe“, რომელსაც ხელეწიფება მისივე მფლობელს სიზარმაცის დაძლევასა და სპორტული სტილით ცხოვრებაში დაეხმაროს.
ე.წ. „მოლაპარაკე ფეხსაცმელი“ გარკვეული წამოძახილებით შეაგულიანებს მეპატრონეს. ფეხსაცმელმა შეიძლება იბუზღუნოს და პასიური ცხოვრების წესის გამო პატრონს “ზარმაცი” უწოდოს, ან პირიქით, აქტიურობა შეუქოს მას.
უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ფეხსაცმელმა ადამიანს სპორტულად ცხოვრების მოტივაცია უნდა მისცეს.
სპორტული ფეხსაცმელი კომპანია – Adidas–ის ნაწარმია, ხოლო – Google–მა მოდელის დიზაინში დანამატის სახით აქსელერომეტრი, პედომეტრი და გიროსკოპი შეიტანა. ჩამონტაჟებული დინამიკები პატრონთან ურთიერთობისა და მწვრთნელის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობას იძლევა.
სპორტული ფეხსაცმელი კომპანია – Adidas–ის ნაწარმია, ხოლო – Google–მა მოდელის დიზაინში დანამატის სახით აქსელერომეტრი, პედომეტრი და გიროსკოპი შეიტანა. ჩამონტაჟებული დინამიკები პატრონთან ურთიერთობისა და მწვრთნელის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობას იძლევა.
სპორტული ფეხსაცმელი უზრუნველყოფილია 250–მდე სხვადასხვა სახის ბრძანებით (მითითებით). ასე მაგალითად, თუ ფეხსაცმლის მეპატრონე არ გადაადგილდება, მაშინ ფეხსაცმელი ამცნობს მას, რომ იგი ძეგლს ჰგავს. თუ მეპატრონემ მოძრაობა დიწყო, ფეხსაცმელი აღნიშნავს – „ასე გაცილებით უკეთესია“. თუ ფეხსაცმლის მფლობელმა სვლა სირბილით ჩაანაცვლა, მაშინ შესაძლოა გაისმას შეძახილი – “მარჯვენა–მარცხენა“ და ა.შ.
როგორც – Google–ის წარმომადგენელმა განმარტა, შესაძლებელია ფეხსაცმლის მეპატრონის ცხოვრებისეულ სტილზე გადაწყობა – მხედველობაშია სპორტსმენი, ვინც რეგულარურად ვარჯიშობს და ადამიანი, ვინაც ეპიზოდურად ეწევა სპორტულ ვარჯიშებს.
გარდა ამისა, ფეხსაცმელი Bluetooth-ის დახმარებით უერთდება სმარტფონს ან “დამატებითი რეალობის” სათვალე – „Google Glass“-ს.
კომპანია ამ ფეხსაცმლის სერიულ წარმოებას არ გეგმავს. როგორც Google-ის წარმომადგენელი განმარტავს: “სიახლე შექმნილია პროექტ – Art, Copy and Code–ის ჩარჩოებში, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდობას საკუთარი მოდელების შექმნა შთავაგონოთ. ამისათვის სიახლეების დეტალებს ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ და ყველა მსურველს საკუთარი “ჭკვიანი ფეხსაცმლის” შექმნა შეეძლება”.