პუტინის ქალიშვილი უკრაინის ბატალიონში მოხალისედ ჩაეწერა

რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილი მარია პუტინა, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, უკრაინის ბატალიონ „დონბასში“ მოხალისედ ჩაეწერა, ინფორმაციას uareview.com-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია მარია პუტინამ Holland Tribune-ს ჟურნალისტებს დაუდასტურა.

„იცით რა არის, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ვცხოვრობ ევროპაში, ყოველდღე დავდივარ იმ ქუჩებში, სადაც ადგილობრივი გეები დადიან, მე ყოველთვის ვიზიარებდი სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას. სამწუხაროდ, მამაჩემის პოლიტიკა არ მაძლევს უფლებას სირცხვილის გარეშე ჩავიხედო სარკეში. „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ტრაგედიის შემდეგ კი საერთოდ... „ მარია პუტინას ციტირებას ახდენს გამოცემა.


მისი მეგობარი იორიტ ფაცენი მთლიანად იზიარებს მარიას პოზიციას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ„ომი - მამაკაცის საქმეა!“. ამასთან ერთად, მან აღიარა, რომ განცხადება შეიტანა რუსულ კომპანიაში, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.


ოფიციალურ კრემლს ინციდენტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მხოლოდ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ აღნიშნა: „მე მას ვეუბნები, არ უნდა ასწავლო გერმანელებთან ბავშვები. აი ჩემები სწავლობდნენ მცირე ვასიუკოვში და არაფერი!“