
თბილისში ხვალ და ზეგ თოვლია მოსალოდნელი
- 2016-12-15 10:17:47
- 1177 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, უახლოესი ორი დღის განმავლობაში თოვლია ნავარაუდევი.
როგორც „ინფო 9“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვლია მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა ამაღამ -5 გრადუსი იქნება, ხვალ დღისით კი, 6 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ ზოგიერთ რაიონში უმეტესად ნალექია მოსალოდნელი, ზოგან თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ამაღამ -7 გრადუსი იქნება, ზოგან კი, ღამით -14 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. ხვალ დღისით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში 5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ხვალ თოვლის სახით, მცირე ნალექია ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამაღამ დედაქალაქში -3 გრადუსი ყინვა იქნება, ხვალ დღისით კი, 3 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
17 დეკემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. მათ შორის, თბილისში მცირე თოვლია ნავარაუდევი. ასევე, შენარჩუნდება ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით, წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქარსა და ნალექიან ამინდს 20 დეკემბრამდე პროგნოზირებენ. 20 დეკემბრიდან კი, ჰაერის ტემპერატურა დღისით შედარებით აიწევს, თუმცა ღამის საათებში ყინვა შენარჩუნდება.