"თავის სამუშაო კაბინეტში კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვეს"
- 2016-12-23 12:57:13
- 1832 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სოციალური ქსელის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ქართველი ექიმი მერაბ კილაძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ამ საღამოს თავის სამუშაო კაბინეტში კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს ჭეშმარიტად სახალხო ექიმი, დიდებული მამულიშვილი და საოცარი ადამიანი ბატონი მერაბ კილაძე. ხალხო შოკში ვარ.. გაოგნებული და შეშინებული, განცვიფრებული და უაღრესად გულნატკენი. მერაბ კილაძე გარდაცვლილა. სიტყვები უძლურია.. არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო.. ჩემი და თქვენი მეგობარი მერაბ კილაძე აღარაა.. ამას წინ დამირეკა და მითხრა “რა გეწყინა, სად დაიკარგე, მოდი, მოგვენატრე“.. არ ვიცი, ვერ ვხვდები რა მოხდა.. წავიდა, გაერიდა ამაობას, გადასახლდა მართალთა სავანეში.. გული მტკივა.. ძალიან დამაკლდები მერაბ.. უსაზღვროდ მიყვარხართ", - წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.
"შოკში ვარ..ძალიან დიდი სტრესია...ჩვენი მერაბ კილაძე აღარაა.... თქვენ ვერც კიწარმოიდგენთ რა ადამიანი, რა ექიმი აღარ გვყვავს....... ჩვენი მერაბი........ : 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, ცნობილი ექიმი, საუკეთესოთა შორის საუკეთესო,.......მერაბ კილაძე. მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიის ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად, მასთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. უმძიმესი დანაკლისია", - წერს ეკა კვალიაშვილი.
"სიტყვები არ მყოფნის.....როგორი არაჩვეულებრივი ექიმი და ადამიანი", - აღნიშნავს ბაია დვალიშვილი.
"ძალიან ვმწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს,თუმცა მგონია მთელ ქვეყანას უნდა ვუსამძიმრებდე, საუკეთესო ექიმი, თავის საქმის გენიოსი და კარგი მეგობარი...ძალიან მეტკინ", - წერს ნუკი კოშკელიშვილი.