ცოლის ერთი ჩვევა, რომელიც ქმარს სექსუალურ სურვილებს უქრობს

ყოველდღიურ ოჯახურ გაწამაწიაში შეიძლება ბევრი მიზეზი გაჩნდეს, რაც სექსუალურ სურვილებს გაანელებს. მამაკაცების ლიბიდოზე კი განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ქალბატონების ერთი ჩვევა.
ეს გახლავთ ქალის ჩვევა, "თავის ჭკუაზე", მამაკაცის აზრის უკითხავად გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, რაც ოჯახის წინაშე ჩნდება. რაც მეტს იღებს ქალი საკუთარ თავზე, მით ნაკლები სექსი აქვს ცოლ-ქმარს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ჯონს ჰოპკინის უნივერსიტეტიდან.
მკვლევარებმა აფრიკის 6 სახელმწიფოს ქალები შეისწავლეს. ამ ქვეყნებში ცოლ-ქმრის მოვალეობები მკვეთრად გამიჯნულია. ქალები ან დამოუკიდებლად უძღვებიან ოჯახს, ან ქმრებთან შეთანხმებით. აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმრის პარტნიორული ურთიერთობა მათ ინტიმურ ცხოვრებაზეც სასიკეთოდ მოქმედებს. ანუ თუ ცოლი ხშირად ეთათბირება ქმარს საჭირბოროტო საკითხებზე, სექსი უფრო ხშირი აქვთ.  განაგრძეთ  კითხვა