"ჩემზე ამბობენ, გეიაო" - გიორგი მარშანია შეყვარებულს დაშორდა


"ვცდილობ, წყენა, გაბრაზება გულში არასდროს ჩავიდო და უარყოფითი განწყობები არ მქონდეს"
- ამბობს მსახიობი გიორგი მარშანია. როგორ მოირგო ტრანსგენდერის როლი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები", რას ამბობენ მასზე, როგორ მიიღო მისი პერსონაჟი საზოგადოებამ და როგორ იქცევა, როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1988 წლის 26 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მე-5 კლასიდან საბავშვო თეატრში დავდიოდი, მსახიობობა მინდოდა. ადრეულ ასაკში მქონდა სურვილი, გამომძიებელი ან ადვოკატი გამოვსულიყავი. იმ პერიოდში დეტექტივებს ვკითხულობდი და ალბათ, წიგნების გავლენის შედეგი იყო. დღეს მსახიობი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული არჩევანი არასდროს მინანია.
- ჩემზე ამბობენ...
- მას შემდეგ, რაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ტრანსგენდერის როლში გამოვჩნდი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, - შენზე მკითხეს, ეგ მართლა გეიაო (იცინის)? რატომღაც მაყურებელი მსახიობს როლთან ხშირად აიგივებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემაა.
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...კასტინგის გზით მოვხვდი. ჩემი გმირია ნუკრი, რომელსაც სურს ნინო იყოს. რთული როლია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე - ტექნიკურად. ეპილაცია, ფრჩხილების დამაგრება, მაკიაჟის გაკეთება, ქუსლებზე სიარული - ეს ყველაფერი ხასიათს მიქმნის, როლში შესვლაში მეხმარება.
- საზოგადოებამ ჩემი პერსონაჟი...
- ...ვერ ვიტყვი, რომ აგრესიულად მიიღო. უსიამოვნო შემთხვევები არ მახსენდება. ქუჩაში არავინ არაფერს მეუბნება, შეიძლება შემომხედონ და გაიცინონ. თავდაპირველად ამ როლში ბევრი ვერ მცნობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიჭის ფორმით გამოვჩნდი, ყველამ გაიგო, ვინც ვიყავი. აგრესია სოციალურ ქსელშიც ნაკლებადაა.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...ჩემს პროფესიაში რაღაცას კარგად ვერ ვაკეთებ.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო "ენკი-ბენკიში" შესრულებული პირველი როლი. არ ვიცი, რამდენად წარმატებით ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი აქედან დაიწყო. მე მაინც ვფიქრობ, ადამიანის პირველი წარმატება დაბადებაა. უბრალოდ, იმ დროს ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გარემოში აღმოვჩნდით.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ. მეგობრები, პროფესია - ეს ბედნიერების შემადგენელი ნაწილებია.  განაგრძეთ  კითხვა