საინტერესო ფაქტები ერთჯერად ნივთებზე (10 ფოტო)
- 2014-02-16 11:42:27
- 7798 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გამომგონებლები, მხოლოდ გამომგონებლები როდი არიან, მათ მიერ შექმნილი ნივთები საუკუნეზე მეტს ითვლის და დღემდე მოსახლეობისთვის გახსნილ კულტურას წარმოადგენენ. თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია. ამ სტატიაში სწორედ, რომ ე.წ. ერთჯერადი ნივთების შესახებ უნდა გესაუბროთ, რომელთა თითოეულ მათგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.
1). პირველი ერთჯერადი "ბრიტვა" 1904 წლის 15 ნოემბერს ამერიკელმა გამომგონებელმა King Camp Gillette-მა გამოიგონა. ეს რა თქმა უნდა საცვლელ თავიან ერთჯერად ნივთს წარმოადგენდა, რაც შემდგომში მთლიანად ერთჯერადმა "ბრიტვამ" ჩაანაცვლა
2). ძალიან სასარგებლო საშუალება ჰიგიენისთვის, ქაღალდის ხელსახოცები და ცხვირსახოცები. 1924 წელს კომპანია Kimberly- clarc-მა გამოუშვა ხელსახოცები მაკიაჟის მოსაცილებლად, რომელსაც ძირითადათ კინოსა და თეატრის ვარსკვლავები იყენებდნენ. ხოლო მოგვიანებით კი, 1930 წელს უკვე მოხდა ჩვეულებრივი ხელსახოცების და ცხვირსახოცების წარმოება, რომლის რეალიზაციამ დიდი წარმატება მოუტანა ფირმას და ძალიან მალე უკვე დაიხვეწა წარმოებაც და გამოუშვეს ხელსახოცები ფერების მიხედვით, ასევე სველი, სტერილური ხელსახოცები სპეციალურად ბავშვებისათვის.
3). რაღა თქმა უნდა თემა შეეხება ბავშვის საფენსაც. თავდაპირველად გამოიგონეს სპეციალური საცვალი, სადაც აფენდნენ ზეწარს (პილიონკა) და შემდეგ მას რეცხდნენ, მალევე შეიმუშავეს და უკვე ჩვეულებრივი საფენი აწარმოეს, რომელიც ერთ ჩასველებას უძლებდა. ამ ყველაფრიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ მოხერხდა და გამოიგონეს ჩვეულებრივი საფენი, რომელიც შეუცვლელ ატრიბუტს წარმოადგენს დედის ცხოვრებაში.
4). 1908 წელს, ამერიკელმა ექიმმა Alvin Davidson-მა გამოაქვეყნა კვლევების შემდეგ დადგენილი ინფორმაცია, რომ დაღუპული სტუდენტების სიკვდილის მიზეზი სწორედ რომ ჰიგიენა გახდა. ეს ეხებოდა მაშინდელი დროის ჭიქებსა და ჭურჭელს, რასაც ბევრი სტუდენტი თუ სხვა ფართო საზოგადოება მხოლოდ ერთს მოიხმარდა. ეს ინფორმაცია მთელს მსოფლიოს მოედო. 1910 წელს კი გამოიგონეს ე.წ. ჯიბის, დასაკეცი ჭიქა, რომელიც ყველა ინდივიდის პირად საკუთრებას წარმოადგენდა და უადვილდებოდათ მისი ტარება. თუმცაღა, დღეს უკვე აღარც ეს დასაკეცი ჭიქა არ საჭიროებს, ვინაიდან ცივილიზაცია უფრო წინ წავიდა და ყოველ ნაბიჯზე გადავეყრებით ე.წ. ერთჯერად, პლასტიკურ ჭიქას.
5). მელანი და ბუმბული, ყველას კარგათ მოგეხსენებათ, რომ მოგვიანებით ჩაანაცვლა საწერმა კალმებმა, მარკერებმა და სხვა წერილობითმა იარაღებმა, რომლის ფუძემდებელი გახდა ფრანგიMarcel Bich-ი, კომპანია Bic-ის დამაარსებელი. კალმები გამოვიდა გაყიდვაში 1953 წელს, მაგრამ მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიაღწია გაყიდულმა რაოდენობამ დღეში 1 მილიონს.
6). ერთჯერადი კალმების გამომგონებელ ფირმა "Bic"-ს მქონე გამოცდილების შედეგად არ გასჭირვებია 1972 წელს შეექმნა ერთჯერადი, ჯიბით სატარებელი სანთებელები.
7). პლასტმასის ერთჯერადი შპრიცები, რომელიც თანამედროვე მედიცინის აუცილებელ პრინციპს წარმოადგენს, გამოიგონა ახალზელანდიელმა ფარმაცევტმა და ვეტერენარმა - კოლინ მერდოკმაცხოველების ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით.
8). თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს ერთჯერადი ტექნიკაც კი, მაგ: ფოტოკამერა, რომელიც სპეციალურად მოგზაურობისთვის შექმნეს.
9). რაღა თქმა უნდა არც პრეზერვატივი გამორჩა ამ ერთჯერადი ნივთების სიას, რომელიც თურმე 1940-1950 წლებშიც არსებობდა, მაგრამ თქვენდა გასაოცად ვინც არ იცის, თურმე იყო მრავალჯერადი, რომელსაც გამოყენების შემდეგ რეცხდნენ და სპეციალურ ყუთში ინახავდნენ. ახლა, როგორც მოგეხსენებათ ასეთი აღარ არსებობს, დღევანდელი გადმოსახედიდან კი გამარტივებულია არა მარტო ერთჯერადი პრეზერვატივებით ცხოვრება, არამედ გაქვთ შესაძლებლობა სასურველი ფერისა და სურნელის მიხედვით შეარჩიოთ იგი.
10). და ბოლოს, მეათე ადგილით ერთჯერადი ნივთების სიას ასრულებს კონტაქტური ლინზები, რომელიც ბაზარზე 90-ნი წლების შუა რიცხვებში გამოჩნდა და მაშინვე გახდა ძალიან პოპულარული საქონელი, რადგან მან ჩაანაცვლა სათვალე, რაც კომპლექსების გადაჭრის ადვილი და მოსახმარად იოლი გამოსავალი გახდა. დღეს უკვე მრავალჯერადი კონტაქტური ლინზებიც არსებობს.