მრევლურ-სვეცკური - თბილისური სვეცკობის ერთ-ერთი ფორმა

"სოლარიუმში გამხმარი ქალი, რომელიც ცხოვრობს სადღაც აბაშიძისა და კავსაძის კვეთაზე, კვირაში რამდენჯერმე იქვე დადის უბანში სუშის საჭმელად "აუ ვგიჟდები სუშიზეეე, ოჩენ პალეზნა ოჩენ"..

არსებობს თბილისური სვეცკობის ერთ-ერთი ფორმა - მრევლურ-სვეცკური, ძირითადად 40 + ნაშობაში.

აი წარმოიდგინეთ სოლარიუმში გამხმარი ქალი, რომელიც ცხოვრობს სადღაც აბაშიძისა და კავსაძის კვეთაზე, კვირაში რამდენჯერმე იქვე დადის უბანში სუშის საჭმელად "აუ ვგიჟდები სუშიზეეე, ოჩენ პალეზნა ოჩენ", ერთის მხრივ ჯანმრთელობას სუშით იჯანსაღებს, მაგრამ თან სიგარეტს არ აგდებს ხელიდან, აბონიმენტი აქვს ნაყიდი ფიტნეს კლუბის, მაგრამ თითქმის არ დადის, სამაგიეროდ იკეთებს თაფლის მასაჟებს, ზეპირად იცის სად იყიდება კარგი სამარხვო ტორტები და სად იჭმევა გემრიელი სამარხვო ცეზარი სოკოთი.

პატრიარქს რომ ტელევიზორში მოკრავს თვალს სახე უნათდება: ვაიმეეეე საყუარელიიიიი და თან ამ დროს ღრმა ნაფაზს არტყავს. ჰოო, ჰყავს მუტრუკი ბიზნესმენი ქმარი სუხო ანუ სულხანი, ორი ღირებულება რომ აქვს ცხოვრებაში, წინაპართა ძვლები, ეს ისე ტყუილად და ფული, ეს ნამდვილად. (პირველი ქმარი პატუკა ნარკომანი ჰყავდა, რაღაცნაირად მაინც ის უყვარს).

ჰყავს კიდევ საყვარელი - თაზო, რაღაც საშუალო პატუკასა და სუხოს შორის, ოღონდ ძაან შებერტყილი და დათაფლული ენის პატრონი, ხშირად ალფონსიც და შებმული ყავს ჩვენი მრევლსვეცკა.

ჰყავს კიდევ მამაო, აუ ისიც ძაააააან საყუარელიიი. ვერც ტაძარში დადის ხშირად, მაგრამ ახლობლურ ატნაშენიებშია თავის მამაოსთან და მამაოც მამა-შვილურად კიცხავს ამაზე. ეკლესიიდან რომ ბრუნდება, აი რაღაცნაირად მძიმედ დაღლილად, ამაყად და ოდნავ ხმაგაბზარული ამბობს ხოლმე: "ტაძარშე ვიყავეეე", მერე ცოტა ხანში დაურეკავს პადრუგებს, სადღაცა გაბანცალდება სამარხვო ფაჰიტასის საჭმელად, იხორხოცებს ჩაკუჭკუჭდება, გაიცინებს დებილობებზე, შვილს ტელეფონზე მისცემს დირექტივებს "კაი შვილი ხარ, გაკოცეეე" და დაღლილობაც და ტაძრიდან გამოყოლილი სიმძიმეც უმალ ქრება. მერე გარეთ გამოვა, თვალში ნაცარს შეგაყრის და თან ტრაკს მოგიშვერს საკოცნელად შენც და დანარჩენ სამყაროსაც, მორალსაც უფასოდ წაგიკითხავს რო რამე.