სხეულის ენა, რომელი მოქმედება რას გამოხატავს?
- 2014-02-05 08:01:25
- 16260 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
1. გაშლილი ხელები პატიოსნებისა და გახსნილობის გამომხატველია, რაც ნდობასთან ასოცირდება. “ნება მომეცით თქვენთან სრულებით გულახდილი ვიყო”
2. გულ-მკერდზე ჩაკეცილი ხელები გამოხატავს არასასურველი სიტუაციისგან დამალვის მცდელობას. ხელების მდგომარეობა ამ ჟესტის განხორციელებისას შეიძლება ყველაზე მრავალფეროვანი იყოს. მას რამდენიმე დამახასიათებელი მნიშვნელობა აქვს.
3.ადამიანები ერთმანეთისკენ გადაიხრებიან, როდესაც გრძნობენ კომფორტს და ურთიერთშეთანხმებას.
4. როდესაც ორი ადამიანი საუბრისას ფეხებს გადააჯვარედინებს, ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს ურთიერთობით.
5.პირზე ხელის აფარება წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ზრდასრული ადამიანის ჟესტთაგანს, რომელსაც იგივე შინაარსი აქვს, რაც ბავშვის ჟესტს სიცრუის დროს. ხელი ფარავს პირს დ ა ცერა თითი მიჭედილია ლოყაზე მაშინ, როდესაც ტვინი ქვეცნობიერის დონეზე აგზავნის სიგნალებს წარმოთქმული სიტყვების შესაკავებლად. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რამოდენიმე თითი პირთან ან მუშტიც კი. ზოგიერთი ადამიანი ამ ჟესტის შესანიღბად მოჩვენებით დახველებას ცდილობს.
თუ ეს ჟესტი მეტყველების დროსაა გამოყენებული, მოწმობს იმას, რომ ადამიანი იტყუება. ხოლო თუ ის პირზე ხელს იფარებს იმ მომენტში, როდესაც თქვენ საუბრობთ, ის კი გისმენთ, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენს ტყუილს ხვდება.
6.ხელის ცხვირზე შეხება წინა ჟესტის დახვეწილ ფორმას წარმოადგენს, იგი შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე მსუბუქი შეხებით ცხვირის ქვეშ ჩაღრმავებასთან, ან ერთი სწრაფი თითქმის შეუმჩნეველი შეხებით. ამ ჟესტის ერთ-ერთი განმარტება ის არის, რომ როდესაც ცუდი აზრები აღწევენ ცნობიერში, ქვეცნობიერება უბრძანებს ხელი დააფაროს პირს, მაგრამ ყველაზე უკანასკნელ მომენტში ამ ჟესტის შენიღბვის სურვილისას, ხელი სწყდება პირს და მსუბუქად ეხება ცხვირს.
7. ქუთუთოს მოსრესა ეს ჟესტი გამოწვეულია იმით, რომ ტვინში ჩნდება სურვილი, დავემალოთ იმ ტყუილსა და ეჭვს, რომელთაც ვეჩხერებით ან ეს არის სურვილი გაექცეთ იმ მეორე ადამიანის თვალებში ჩახედვას, რომელიც ეუბნება ტყუილს.
8. ყურის მოსრესა ეს ჟესტი იმის მანიშნებელია, რომ შესაძლებელია ადამიანმა საკმარისზე მეტი ისმინა და ეხლა თვითონ სურს აზრის გამოთქმა.
9. შუბლზე ხელის გადასმა, ეს არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი რაღაცას ევრძვის ან არის დისკომფორტის ქვეშ.
10.კისერზე ხელის მოსმა გულისხმობს ემოციურ დისკომფორტს, ეჭვს ან დაუცველობას.
11. ლოყასთან ან სახესთან ხელის მიტანა – ეს არის ნერვიულობის შემცირების მცდელობა.
12.როდესაც ადამიანები განიცდიან სტრესს და ნერვიულობენ, ისინი ხელებს სწევენ მაგიდის ქვეშ, ხელებს იდებენ ფეხებზე და ამოძრავებენ თითქოს მათი მტვრისგან გასუფთავება უნდათ. სწორედ ეს ჟესტი მიუთითებს მათ ნერვიულობასა დ ა დისკომფორტზე.