ასტანაში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი კალმით მოკლა

ასტანის №76-ე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი კალმით მოკლა. როგორც ადგილობრივი მედია Tengrinews იუწყება, შემთხვევა ისტორიის გაკვეთილზე მოხდა. მედიის ცნობით, N76-ე საშუალო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებს შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს გულ-მკერდის არეში კალამი დაარტყა.
მიყენებული გამჭოლი ჭრილობების შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, პროკურორები, მოსწავლეების მშობლები და ფსიქოლოგები, რომლებიც მომხდარის დეტალებს იძიებენ.