რუსეთში მოქალაქემ პირდაპირ ეთერში თავი ჩამოიხრჩო

გასულ კვირას, რუსეთში, ერთ-ერთი სოციალური ქსელის ,,ანონიმმა’’ მომხმარებელმა ფორუმზე ჯერ დაანონსა თვითმკვლელობა, შემდეგ კი, სხვა მომხმარებლების თვალწინ პირდაპირ ეთერში თავი ჩამოიხრჩო.



თვითმკველელ მამაკაცს სერგეი კირილოვი ერქვა. ის 26 წლის იყო და 3 წლის ვაჟი დარჩა.


ანონიმი მამაკაცი ფორუმის სხვა ,,უსახელო’’ მომხმარებლებთან 2 საათის განმავლობაში განიხილავდა თვითმკვლელობის გეგმას და იმ გარემოებებს, რამაც ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა.


წერდა, რომ ჰყავს შვილი და ცოლმა ის ცოტა ხნის წინ მიატოვა. საკუთარ თავს ,,არარაობას’’ უწოდებდა. ამბობდა, რომ ახლობლებთან იცრუა, ვითომდა გეი იყო, რათა მათთან ურთიერთობის სურვილი დაეკარგათ.


ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფორუმის მონაწილეებმა არათუ მისი გადარწმუნება სცადეს, არამედ პირიქით, მოუწოდებდნენ, მალე მოეწყო შოუ და ინტერესდებოდნენ, როგორ ემზადებოდა ის თვითმკვლელობისთვის. ზოგიერთებმა მას ,,სკაიპის’’ მისამართიც მოსთხოვეს, რათა პირდაპირ ეთერში დაკვირვებოდნენ, როგორ იკლავდა ის თავს და შეასრულებდა თუ არა ის ,,კაცურ სიტყვას.’’ მხოლოდ ერთი მომხმარებელი შეეცადა მის გადარწმუნებას, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.


საბოლოოდ, თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში შედგა. ინტერნეტმომხმარებლები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ, როგორ იდგა 26 წლის ნოვოდვინსკელი მამაკაცი არყის ბოთლით ხელში ნასვამი და როგორ იმზადებდა თოკსა და პატარა სკამს, თავის ჩამოხრჩობისთვის.


როგორც მოგვიანებით სამართლადამცველებმა განაცხადეს, პოლიციაში ერთი ზარიც არ შესულა იმის შესახებ, რომ სუიციდი მზადდებოდა.


ფორუმის მოდერატორებმა, ,,სკაიპით’’ გადაღებული თვითმკვლელობის ამსახველი ვიდეო ფორუმზე განათავსეს.


როგორც ,,კომსომოლსკაია პრავდა’’ წერს, ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ინტენერმომხმარებლებს რომ თვითმკლელობის ყურებაზე უარი ეთქვათ.







წყარო