ჭიათურაში ყაჩაღმა თეთრეული დააუთოვა

ჭიათურაში უცნობმა პირმა, რომელიც დ.ს-ის ოჯახში ოქროულობის გამოძალვის მიზნით შეიჭრა თეთრეული დააუთოვა. შემთხვევა ღამით 00:30 საათზე მოხდა.

“სახლში იარაღით შემოვარდა, ოქროულობას ეძებდა. არ გვაქვსთქო ვუთხარით, მაგრამ ძებნა არ შეუწყვიტავს. თეთრეული გადმოანგრია და როცა ვერაფერს მიაგნო უთო ჩართო. ძალიან შეგვეშინდა, შემდეგ კი როცა თეთრეულის დაუთავება დაიწყო ყველა გაკვირვებული ვუყურებდით”-განაცხადა ოჯახის უფროსმა დ.ს_მ.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.



წყარო