ადამიანი ყველაზე ხშირად კოშმარული სიზმრის სამ სახეობას ხედავს, ესენია...

მეცნიერები რამდენიმეწლიანი კვლევების საფუძველზე ირწმუნებიან, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 5%-ს სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ღამის კოშმარები ტანჯავს. ირკვევა ისიც, რომ კოშმარული სიზმრის 12 ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ მათგან სამს ადამიანები ყველაზე ხშირად ხედავენ, კერძოდ:

1. დევნას – ადამიანს ვიღაც მისდევს და მისდევს იმისთვის, რომ რამე დაუშაოს.

2. გარდაცვალებას – შვილისას, ახლობელი ადამიანისას ან საკუთარს.

3. არაბუნებრივ გარემოს – ადამიანი იმყოფება არამიწიერ არსებათა შორის, ან საიქიოში გარდაცვლილ ნაცნობ ან უცნობ ადამიანებთან ერთად.

სპეციალისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ადამიანები ყველაზე უკეთ იმ კოშმარებს იმახსოვრებენ, რომელთა ნახვის დროსაც ეღვიძებათ.




წყარო