23 ისეთი რამ, რაც არ შეიძლება, რომ გააკეთო ლოგინში!
- 2014-09-30 19:33:28
- 5640 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ სექსის სასაცილო აკრძალვების შესახებ. მაგალითად, ფლორიდაში არ შეიძლება, მამაკაცი ხელით შეეხოს ქალის მკერდს, მისისიპიში იკრძალება სექს-სათამაშოების გაყიდვა, ნებრასკაში დაუშვებელია ტანსაცმლის გარეშე სექსი
გუამიში კი არსებობს დეფლორატორის პროფესია, რადგან გათხოვება ისე, რომ არ გქონდეს არანაირი სექსუალური გამოცდილება, იქ აკრძალულია.
ისლამურ ქვეყნებში აკრძალულია ანალური სექსი, სინგაპურში - ტაბუა ორალურ სექსზე, ინდონეზიაში მასტურბაციისთვის ხელებს აჭრიან. რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. და საერთოდაც, რა შორს მივდივართ...
საქართველოში, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მანქანაში სექსისთვის 400 ლარით რომ ჯარიმდებიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნაც აკრძალულია.
ერთი სიტყვით, ამ აკრძალვებს რომ თავი დავანებოთ, მთავარი ტაბუ, რა თქმა უნდა, თქვენს ტვინშია. ამიტომაც მხოლოდ თქვენ წყვეტთ, რა არის თქვენთვის აკრძალული სექსში და რა დასაშვები.
ერთადერთი, რაც ჩვენი მხრივ შეგვიძლია გავაკეთოთ, შემოგთავაზოთ, რა აკრძალვები არსებობს სექსში, ანუ რა არ უნდა გააკეთოთ ლოგინში.
იმის შესახებ, რომ მამაკაცი სექსით არ უნდა აშანტაჟოთ, გეცოდინებათ, მაგრამ მასალაში მოყვანილი დანარჩენი სექს-ტებუების შესახებ, შესაძლოა, დღემდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ. მაშ ასე:
ორგაზმის იმიტირება! ამით თავადაც დაზარალდებით და პარტნიორსაც მოატყუებთ!
სექსის დროს არასოდეს უნდა თქვათ: "სულ ეს იყო? მთელი 30 წამი დაუვიწყარი ბედნიერებისა", "ჩემი ყოფილი უკეთესი იყო ამ საქმეში!" და ა.შ.
იკრძალება მაკიაჟზე, ვარცხნილობასა და ტანსაცმელზე სექსის დროს ზრუნვა. არაფერი ისე არ ანელებს სასიყვარულო ცეცხლს, როგორც: "თმაზე ნუ შემეხები, ვარცხნილობას გამიფუჭებ".
ნუ გამოაჯავრებთ მის ემოციას, კვნესას ორგაზმის დროს.
ნუ გამოიყენებთ კბილებს ბოროტად.
სექსის დროს აკრძალულია ჭერში ყურება და იმაზე ფიქრი, რა დაგიჯდებათ კაპიტალური რემონტი.
სექსის დროს სხვა მამაკაცზე/ქალზე ფიქრი.
წინასწარი შეთანხმების გარეშე სარისკო ადგილებზე შეხება.
თავდაცვის (პრეზერვატივის ან სხვა კონტრაცეფციის) გარეშე სექსი. რა თქმა უნდა, ეს ტაბუ არ ვრცელდება მონოგამიურ ურთიერთობებსა და მათზე, ვინც ბავშვის გაჩენას გეგმავს.
მამაკაცისთვის ცხვირწინ ყინულის საჭრელი ბასრი დანის ტრიალი, ისე, როგორც "ძირითად ინსტინქტშია".
აქტის დროს მამაკაცის დახრჩობის მცდელობა, ისე, როგორც ფილმ "ძირითად ინსტინქტ - 2"-ში (ეს ტრიუკი მომხიბვლელია მხოლოდ ეკრანზე).
სექსის დროს ზედმეტი კითხვების დასმა: "ესე იგი, მიყიდი მანქანას?"
პარტნიორის სხვა მამაკაცის სახელით მოხსენიება.
იმის გარჩევა, რამდენი ქალი ჰყავდა თქვენამდე.
წამდაუწუმ საათზე ყურება და წუთების თვლა, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.
აქტის დროს ჩაძინება.
საღეჭი რეზინის ღეჭვა.
ტელეფონზე ლაპარაკი უფროსთან, მშობლებსა და დაქალთან.
ხვალინდელი სამუშაო დღის დაგეგმვა და სუპერმარკეტში საყიდელი პროდუქტების სიის კეთება.
მამაკაცის მიღმა სარკეში ცქერა და იმაზე ფიქრი, რომ კარგი იქნებოდა, 5/10/15 კგ-ით დაგეკლოთ.
პარტნიორის ყველა ქმედების კომენტირება: "აი, ასე კარგია, ახლა ხელი მარცხნივ გასწიე, არა - მარჯვნივ, ეს ხელი აქ დამადე... არა, ასე არა!"
მოწევა და ანთებული სიგარეტის ზედ პარტნიორზე ჩაქრობა.
და რაც მთავარია: "თუ სექსში რაიმე არ შეიძლება, მაგრამ თქვენ ამის გაკეთება ძალიან გინდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება!"
წყარო