ფსიქოლოგიური ტესტი
- 2014-02-05 08:09:30
- 5518 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
1- როდის გრნობთ თავს საუკეთესოდ?
ა) დილით.- 2 ქ.
ბ) შუადღეს ან შეღამებისას- 4 ქ.
გ) გვიან ღამე- 6ქ.
2- თქვენ ყოველთვის დადიხართ…
ა) საკმაოდ სწრაფად, დიდი ნაბიჯებით.-6ქ
ბ) საკმაოდ სწრაფად, პატარა ნაბიჯებით. 4ქ
გ) ნაკლებად სწრაფად და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებთ.7ქ
დ) ნაკლებად სწრაფად, დახრილი თავით. 2ქ
ე) ძალიან ნელა. 1ქ
3- როდესაც ადამიანებს ესაუბრებით, თქვენ…
ა) დგახართ და ხელებს კეცავთ. 4ქ
ბ) ხელები მჭიდროდ გაქვთ ერთმანეთთან. 2ქ
გ) ერთი ან ორივე ხელი ბარძაყზე გაქვთ მოთავსებული. 5ქ
დ) ეხებით ან ხელს კრავთ ადამიანს, რომელსაც ესაუბრებით. 7ქ
ე) ათამაშებთ ყურს, ეხებით ნიკაპს ან თმას. 6ქ
4- როდესაც ისვენებთ, თქვენ ზიხართ…
ა) მუხლები მოხრილია და ფეხები მოხდენილად ერთმანეთის გვერდზეა. 4ქ
ბ) ფეხები გადაჯვარებინებულია. 6ქ
გ) ფეხები წინ არის გაწეული და სწორად. 2ქ
დ) ფეხები მოთავსებულია თქვენს ქვევით.1ქ
5- თქვენი რეაქცია, როდესაც რაღაცით ერთობით ან მოგწონთ…
ა) ხმამაღალი სიცილი 6ქ
ბ) სიცილი, მაგრამ არა ხმამაღლა.4ქ
გ) ჩუმი ჩაცინება.3ქ
დ) მოკრძალებული ღიმილი. 5ქ
6- როდესაც წვეულებაზე ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხართ…
ა) ხმამაღალი საუბრით იქცევთ ყველას ყურადღებას 6ქ
ბ) ჩუმად საუბრობთ და ათვალიერებთ ირგვლივ ვინმე ნაცნობი ხომ არ არის. 4ქ
გ) ძალიან ჩუმად ხართ და ცდილობთ შეუმჩნეველი იყოთ. 2ქ
7- მუშაობთ მონდომებულად, კონცენტრირებული ხართ და გაწყვეტინებენ, თქვენ…
ა) შეისვენებთ 6ქ
ბ) გაბრაზდებით და გაღიზიანდებით 2ქ
გ) ვარირებთ ამ ორ ემოციას შორის. 4ქ
8- ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ…
ა) წითელი ან ნარინჯისფერი 6ქ
ბ) შავი 7ქ
გ) ყვითელი ან ღია ცისფერი 5ქ
დ) მწვანე 4ქ
ე) მუქი ლურჯი ან მეწამული 3ქ
ვ) თეთრი 2ქ
ზ) ყავისფერი ან ნაცრისფერი 1ქ
9- ღამე ლოგინში, სანამ ჩაგეძინებათ, თქვენ…
ა) წვებით ზურგზე 7ქ
ბ) წვებით მუცელზე, სახით ქვემოთ 6ქ
გ) წვებით ცალ გვერდზე და მოღუნული 4ქ
დ) თავი ხელზე გაქვთ მოთავსებული 2ქ
ე) ხელები გადასაფარებლის ქვეშ. 1ქ
10- ხშირად გესიზმრებათ რომ …
ა) ეცემით 4ქ
ბ) ჩხუბობთ ან იბრძვით 2ქ
გ) ეძებთ ვიღაცას ან რაღაცას 3ქ
დ) დაფრინავთ ან ცურავთ 5ქ
ე) თქვენ იშვიათად გესიზმრებათ სიზმრები 6ქ
ვ) თქვენი სიზმარი ყოველთვის სასიამოვნოა. 1ქ
შეაჯამეთ ქულები და გაეცანით შედეგებს:
60 ქულაზე მეტი: სხვები გიყურებენ, როგორც ხელის გულზე სატარებელს. თქვენ ამბიციური და ლიდერობის მოყვარული ხართ. სხვები შეიძლება აღტაცებულები არიან თქვენით და ოცნებობენ ძალიან გემსგავსებოდნენ თქვენ, თუმცა შესაძლებელია ისინი ყოველთვის არ გენდობოდნენ.
51-დან 60 მდე: სხვები გხედავენ, როგორც საინტერესო, იმპულსურ და ცვალებად პიროვნებას. ბუნებრივი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, მაგრამ ის ყოველთვის სწორი არ არის. ისინი თქვენ გიყურებენ, როგორც გაბედულ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანს, რომელიც ყველა შანსს იყენებს იმისთვის, რომ გაერთოს და ისიამოვნოს. მათ სურთ იყონ თქვენს გარემოცვაში.
41-დან 50 მდე: სხვები გხედავენ, როგორც ცოცხალი, აქტიური, ხალისიანი, შარმიანი და ყოველთვის საინტერესო ადამიანი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია და იცის როგორ არ აუვარდეს ეს თავში. ისინი ასევე გხედავენ, როგორც კეთილს, გულისხმიერს და გამგებს, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.
31-დან 40- მდე: სხვები გხედავენ, როგორც გონიერი, ფრთხილი და ყურადღებიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული. ადამიანი, რომელიც მეგობრებს მარტივად და ხშირად არ იძენს, მაგრამ ძალიან დამთმობი, ლოიალური და საყვარელია მათთან და მათგანაც იგივეს ითხოვს. ხშირად ურთიერთობაში თავს იჩენს ნდობის პრობლემებიც, თუმცა დრო შეძლებს ნდობის დაბრუნებას და გატეხილი გულის გამთელებასაც.
21-დან 30-მდე: მეგობრები გხედავენ, როგორც მონდომებულს და მოუსვენარს. გხედავენ ასევე, როგორც ძალიან ფრთხილს და ყურადღებიანს, ნელსა და სტაბილურს. თქვენ ნამდვილად შეძლებთ მის გაოცებას თუ რაიმე იმპულსურს გააკეთებთ.ისინი თქვენგან მიჩვეულები არიან, რომ გიყვართ ყველაფრის განსჯა, მაგრამ მაინც საწინააღმდეგოდ იქცევით, შესაძლებელია ეს თქვენი ფრთხილი ბუნების ბრალიც იყოს.
21 ქულაზე ნაკლები: ხალხი ფიქრობს, რომ ხართ მორცხვი, ნერვიული და გაუბედავი. ისინი გთვლიან ადამიანად, რომელსაც მოვლა სჭირდება და ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში. ისინი თვლიან, რომ პრობლემებს ზუსტად იქ ხედავთ, სადაც ისინი არ არიან. ზოგი კი ფიქრობს, რომ თქვენ მოწყენილი ხართ და მხოლოდ მათ იციან სიმართლე, ვინც თქვენ კარგად გიცნობთ.
წყარო: lillipop.ge