გოგონა, რომელიც დღეში 21 ლიტრ წყალს სვამს და ტუალეტში 40–ჯერ შედის

ის სითხით სავსე ბოთლებს ყველგან თან დაატარებს, ღამით კი საათში ერთხელ იღვიძებს, მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი მაინც რომ დალიოს.
ინგლისში ესექსის საგრაფოში უცნაური ახალგაზრდა ცხოვრობს. 26 წლის საშა კენედი დღეში 21 ლიტრ წყალს სვამს. ის სითხით სავსე ბოთლებს ყველგან თან დაატარებს, ღამით კი საათში ერთხელ იღვიძებს, მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი მაინც რომ დალიოს.

სითხის ასეთი დიდი რაოდენობის მიღების გამო, გოგონა ტუალეტში დღე–ღამეში 40–ჯერ მაინც შედის. საშა წყალზე „დამოკიდებული“ 2 წლის ასაკიდან გამხდარა. ექიმები დღემდე ვერ ხსნიან ამ მოვლენას, რადგან კენედი აბსოლუტურად ჯანმრთელია.