5 საუკეთესო ციტატა ვიდეო-თამაშებიდან (+5 სურათი)




  • ომი, ომი არასდროს არ იცვლება. - War, war never changes. -Fallout


  • "კაცობრიობის პირველი დღეებიდან, როცა ჩვენი წინაპრები პირველად აიღეს ხელებში ქვები და ხეები, მის მერე სისხლი იღვრებოდა თითქოს მდინარე, ამის მიზეზი იყო ყველაფერი, რელიგია და სამართლიანობიდან, ბანარული პსიქოპატის სიმწრამდე. 2277 წელს, ათასი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, ადამიანის გამანადგურებელი ნატურა თავი ვეღარ შეიკავა. მსოფლიო ატომური ცეცხლის და რადიაციის მკლავებში აღმოჩნდა. მაგრამ ეს არიყო მსოფლიოს დასასრული როგორც ბევრს ეგონა, სინამდვილეში აპოკალიფსისი იყო უბრალოდ პროლოგი, ახალი სისხლიანი გვერდის კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანმა შეძლო მსოფლიოს განადგურება, მაგრამ ომი... ომი არასდროს არ იცვლება." იცველბა ტექნოლოგიები და იცვლება ომის სვლის მეთოდები, მაგრამ არ იცვლება ის ფაქტი რომ ომში ადამიანს - კლავენ, ქურდავენ და აწამებენ. ციტატა "ომი, ომი არასდროს არ იცვლება" გახდა Fallout სერიის ტრადიციად, ეს სიტყვები შეგვიძლია გავიგოთ ყველა Fallout სერიის თამაშის დასაწყისში. Fallout გამოვიდა 1997 წელს, შექმნა Black Isle Studio-მ და გამოუშვა კომპანიამ Interplay Entertainment. Black Isle Studio-მ შექმნა მარტო 2 თამაში Fallout-ის სერიაში, მოგვიანობით თამაშზე უფლებები გადაეცა კომპანიას Bethesda Softworks-ს, რის შემთხვევაშიც 2008 წელს გამოვიდა Fallout 3, Fallout 4 ჯერ ანონსირებული არ არის.

    img



    2. მართალი ადამიანს არასწორ ადგილას შეუძლია ყველაზე დიდი ცვლილებები შეიტანოს მსოფლიოში. - The right man in the wrong place can make all the difference in the world. -Half-Life 2


    ეს სიტყვები ძალიან კარგათ აღწერს Half-Life-ის მთავარი გმირს - გორდონ ფრიმანს, თითქოს რა უნდა ქნას უბრალო ფიზიკოსმა როცა უზარმაზარი ლაბარატორიაში ჩაშრილი ექსპერიმენტის შედეგათ უცხოპლანეტელები გადმოდიან სხვა განზომილებიდან თან მაგ დროს ლაბარატორიას თავს ესხმება კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი? მაგიდის ქვეშ დაიმალოს და უბრალოდ ელოდოს როცა ყველაფერი მორჩება? არა. გორდონი ხელებში იარაღს იღებს და უშიშრად ებრძვის უცხოპლანეტელებს და სპეცრაზმს, მერე სხვა განზომილებაში გადადის და იქ უცხოპლანეტელების "ღმერთს" ანადგურებს, რის შედეგადაც მთელი მსოფლიოს არჩენს. ან ვთქვათ რა უდნა ქნას იგივე ფიზიკოსმა როცა უზარმაზარი ქალაქში იმყოფება სადაც კორუპცია და ტერორია მეფობს? იჯდეს და უყუროს თუ როგორ კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ ხალხს უბრალოდ გართობისთვის? არა! ის ისევ იღებს ხელებში იარაღს და კორუპცია და ტერორს ებრძვის, არმიას კრიბავს და მიდის მსოფლიოს კიდევ ერთხელ გადასარჩენად. იმიტომ რომ გორდონ ფრიმენი არის მართალი ადამიანი - არასწორი ადგილას.
    Half-Life გამოვიდა 1998 წელს, გაკეთა და გამოუშვა კომპანია Valve. 2004 წელს გამოვიდა Half-Life 2 მოგვიანობით მოყვა თავისი 2 ეპიზოდი, Half-Life 3 ან HL2 ეპიზოდი 3-ის გამოსვლის თარიღი ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი.

    img


    3.შეიძლება და გამეცინა, მაგრამ არ მახსოვს როგორ. - I might have laughed, if i had remembered how.
    -Max Payne პოლიციელი მაქს პეინი(Max Payne) ერთ დროს იყო ძალიან პოზიტიური ადამიანი რომელიც ცხოვრებით ტკბებოდა თავისი ულამაზესი ცოლთან და ახალი დაბადებული შვილთან ერთად, მაგრამ ერთ საშინელ ღამეს, როცა მაქსი სამსახურიდან დაბრუნდა, მას დახვდა თითქმის განადგურებულ სახლი, როცა მაქსი ავიდა მეორე სართულზე ყვირილით მიშელ!(მაქსის ცოლი) მაქსი დაინახა სრულაიდ უცხო ადამიანი, მას ხელებში იარაღი ეჭირა, კანკალით და თითქმის გაჩერებული გულის ცემით მაქსი სთხოვა რომ იარაღი დაეგდო მაგრამ პირიქით აწია და მაქსს დაუმიზნა, მაქსმა სწრაფად ამოიღო თავისი იარაღი და უცხო ადამიანი მოკლა, მაგ დროს საძინებელიდან გამოისმა რამოდენიმე გასროლის ხმა და მიშელის ყვირილი, მაქსი გაიქცა საძინებელისკენ, საიდანაც კარებიდან გამოუვარდა კიდევ ერთი უცხო ადამიანი, დაუფიქრებლად სროლის შემდეგ მაქსი შევიდა საძინებელში სადაც დაინახა თავისი ცოლის და ახალშობილი შვილის გვამები. ეგრე, ერთ ღამეს მან დაგარკა ყველაფერი რაც კი ოდესმე უყვარდა. სიკვდილი სურდა, მაგრამ სიკვდილზე მეტად მარტო ერთი რამ უნდოდა - შურისძიება.
    ეს იყო მაქს პეინის მოკლე ისტორია, ეგრე მაქსისთვის სამოთხე ერთ დღეში ჯოჯოხეთად გადაიქცა... ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, მაქსი კიდევ ერთხელ იპოვა სიყვარული... და რაც შემდეგ მოხვდა გირჩევთ თქვენ თვითონ ითამაშოთ და ნახოთ, თამაშის დროს ბევრჯერ იგრძნობთ მაქსის ტკივილს.
    Max Payne გამოვიდა 2001 წელს, შექმნა Remedy Entertainment და გამოუშვა Gathering of Developers. Remedy-მ შექმნა მარტო ორი თამაში Max Payne-ის სერიაში, მოგვიანობით თამაშებზე უფლებები გადაეცა Rockstar Games-ს, 2012 წელს გამოვიდა Max Payne 3.

    img



    4.მადლობა მარიო! მაგრამ ჩვენი პრინცესა სხვა ციხესიმაგრეშია! - Thank you mario! but our princess is in another castle! -Super Mario Bros.

    ალბათ ყველას გახსოვთ, როცა დიდი შრომით გადიხართ ტურს, ათასი დამტვრეული ჯოისტიკის შემდეგ, შედიხარ ციხესიმაგრეში და იქ გეუბნებიან - მადლობა მარიო! მაგრამ ჩვენი პრინცესა სხვა ციხესიმაგრეშია!.... ეს იყო ჩვენი ბავშვობის დეპრესია...

    img



    5. არაფერი არ არის სიმართლე, ყველაფერი დაშვებულია. - Nothing is true, everything is permitted. -Assassin's Creed


    ამ ციტატას ბევრი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თამაში Assassin's Creed-ში ეგ ნიშნავს დახლოვებით ამას "სანამ სხვები ბრმად დაყვებიან სიმართლეს, დაიმახსოვრე, არაფერი არ არის სიმართლე. როცა სხვები შეზღუდულები არიან მორალით და კანონით, დაიმახსოვრე, ყველაფერი დაშვებულია. ჩვენ ვმოქმედებთ სიბნელეში რომ ვემსახუროთ სინათლეს, ჩვენ ასასინები ვართ." ვიცი რომ ერთი ციტატის ახსნის მაგივრად მოგეცით მეორე ციტატა, მაგრამ ითამაშეთ Assassin's Creed, იქ ალბათ ყველაფერს გაიგებთ.
    Assassin's Creed გამოვიდა 2007 წელს, შექმნა და გამოუშვა კომპანია Ubisoft, და არა, არავისთვის უფლებები არ გაუყიდიათ თამაშზე.(როგორ მოხდა?!) სულ გამოვიდა 4 მთავარი თამაში და რამოდენიმე დამატებები.

    img