Иди на хуй - რატომ შეაგინა ნინო ქათამაძემ X Factor-ში უკრაინელ კოლეგას



18 ოქტომბერს უკრაინული X Factor-ის მორიგი ეპიზოდი გავიდა, სადაც ჟიურიმ კონკურსანტებს ნამდვილი გამოცდა მოუწყო. პატარა ინციდენტი მოხდა სათათბიროში ივან დორნისა და ნინო ქათამაძეს შორის. ჟიურის წევრები ფინალში გამსვლელი კონკურსანტების კანდიდატურებს განიხილავდნენ, ივან დორნი ზოგიერთ კონკურსანტს კარგად არ მოიხსენიებდა. ქათამაძე ამ ფაქტმა გააღიზიანა, დორნის შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ არ შეიძლება ადამიანებზე ასეთი რამეების თქმა. ამის შემდეგ ქათამაძემ ოთახი დატოვა და გასვლისას დორნის შეაგინა. მოგვიანებით ქართველი მომღერალი კოლეგებს დაუბრუნდა და დორნიმ მას ბოდიში მოუხადა.