როგორ მოვიშოროთ ღაბაბი?

სამწუხაროდ ღაბაბი მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების პრობლემას არ წარმოადგენს, მან შეიძლება თავი იჩინოს ახალგაზრდულ ასაკშიც.

მეორე ნიკაპის (ღაბაბის) გაჩენა მოზრდილ ადამიანებში ბუნებრივი პროცესია, ღაბაბის წარმოქმნის მიზეზის ძირითადი ფაქტორებია:

1. ზედმეტი წონა - თუ ღაბაბმა ახალგაზრდა ასაკში იჩინა თავი, სავარაუდოდ ზედმეტი წონა 8-10 კგ -ს. შეადგენს;

2. ბეჭებში მოხრა - თავდახრილი სიარულის მავნე ჩვევა, დროთა განმავლობაში თავის არასწორი მდგომარეობის გამო კუნთები სუსტდება და ნიკაპის ქვეშ წარმოქმნილი ნაკეცი ცხიმით ივსება. ამის გამო ღაბაბი გამხდრებსაც კი შეიძლება გაუჩნდეთ;

3. გენეტიკური ფაქტორები - სახის სპეციფიკური ფორმა და მოყვანილობა;

4. წონაში სწრაფად მომატება ან სწრაფი გახდომა;

5. მოუხერხებელი, ძალიან რბილი და მაღალი ბალიშის გამოყენება ძილის დროს;

ადამიანის ცხვირისა და ნიკაპის საბოლოო ფორმირება ხდება 21-22 წლის ასაკში. რაც ადრეულ ეტაპზე მოხდება მის წინააღმდეგ ბრძოლა, მით უფრო თვალსაჩინო და ეფექტური იქნება შედეგი.

ღაბაბის მოცილების რამოდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს:

ვარჯიში 1 - დადექით, გაიმართეთ მხრებში, თავზე მძიმე წიგნი დაიდეთ და ოთახში გაიარ-გამოიარეთ 5-10 წუთით. ეს ვარჯიში როგორც კისრის, ასევე ნიკაპის კუნთებს ამაგრებს და არა მარტო ღაბაბის წინააღმდეგაა ეფექტური, არამედ მხრებში გამართვაშიც დაგეხმარებათ.

ვარჯიში 2 - დადექით სწორად, დახარეთ თავი წინ - დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, შემდეგ გადასწიეთ თავი უკან - დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიში 3 - დახარეთ თავი წინ, მოაბრუნეთ მარჯვენა მხრისკენ, გადასწიეთ უკან და მოაბრუნეთ მარცხენა მხრისაკენ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შემდეგ გაიმეორეთ იგივე, მხოლოდ მარცხენა მხარეს.

ვარჯიში 4 - დადექით თავისუფალ მდგომარეობაში, გადასწიეთ თავი უკან, პირი მჭიდროდ დახურეთ, დაითვალეთ ათამდე, მოდუნდით და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიში 5 - გადასწიეთ თავი უკან, შეეცადეთ ქვედა ტუჩით თითქოსდა მისწვდეთ ცხვირის წვერს, ისე რომ ქვედა ყბა იყოს გამოწეული და ზემოთ აწეული.

ვარჯიში 6 - მიიჭირეთ ხელის გული შუბლზე, თითქოსდა უკან გსურთ თავის გადაწევა, ამავდროულად კი დაძაბეთ კისრის კუნთები და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ პროცესს. გააგრძელეთ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ გაიმეორეთ იგივე, მხოლოდ ამჟამად ხელი კეფაზე მიიჭირეთ.

ვარჯიში 7 - შეასრულეთ თავის წრიული მოძრაობები - მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, ეს ხელს უწყობს ნიკაპის ქვემოთ კუნთების გამკვრივებას.

ვარჯიში 8 - დაიჭირეთ კბილებით ფანქარი ან ავტოკალამი და დაწერეთ ჰაერში ციფრები - 1, 3, 7, 8, 10, ან საკუთარი სახელი.

სავარჯიშოები ყოველდღიურად უნდა შესრულდეს, თითო ვარჯიში 5-7 -ჯერ.

მასაჟი - ძალიან ეფექტურია ვარჯიშებთან ერთად სპეციალური მასაჟები, აგრეთვე წყლის პროცედურები: დააყენეთ რომელიმე სასარგებლო მცენარის ნაყენი, მაგ. გვირილა, ორკბილა. მოათავსეთ ცივი და ცხელი ნაყენი სხვადასხვა ჭურჭელში.

დაასველეთ პირსახოცი ცხელ ნაყენში და მიიდეთ ღაბაბზე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ იგივე ცივი ნაყენით გაიმეორეთ.

გაშალეთ პირსახოცი სიგრძეზე, დაასველეთ ზემოთ აღნიშნულ ნაყენში (შეიძლება ჩვეულებრივ წყალშიც), მსუბუქად გაწურეთ, ბოლოებში მოკიდეთ ორივე ხელი, გადასწიეთ თავი და ნიკაპს ქვემოთ იტყაპუნეთ დაახლოებით 10-15 ჯერ. შემდეგ ნიკაპი და კისერი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კოსმეტიკა

ღაბაბთან ბრძოლაში კარგ შედეგს იძლევა თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები, მაგალითად ძალიან ეფექტურია სპეციალური კოსმეტიკა, კერძოდ სახის კრემები ლიფტინგ-სისტემით.

კანის კვებისა და დატენიანების გარდა ამ კრემებს გააჩნია გადამჭიმავი ეფექტი. ასეთი კრემი ლიფტინგები გააჩნიათ მაგალიად კომპანიებს - Vichi, Lierac, Faberlic.

კარგი ეფექტის მიღწევის საშუალებას იძლევა პროპოლისის ბაზაზე დამზადებული პრეპარატები - ბალზამები და კრემები. პროპოლისი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზებას, აჩქარებს ცხიმების ბუნებრივ წვას, ახდენს სისხლის ცირკულაციის სტიმულირებას, აღადგენს კანის სიგლუვეს.

არსებობს სპეციალური შრატები ყელისა და ნიკაპისათვის, ისინი ჭიმავს კანს, კვებავს მას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ტიპის კოსმეტიკა არის ისეთი ფირმების არსენალში, როგორიცაა - Shiseido, Lancome, L&=+=&Oreal, ხოლო კომპანია Emansi, აწარმოებს სპეციალურ, ქსოვილოვან ნიღაბს ნიკაპისა და კისრისათვის. ის ღრმად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს მის გამკვრივებას.

ლიპოქსაცია

თუ ღაბაბს ვერც ვარჯიშებმა, მასაჟებმა და ვერც კოსმეტიკამ ვერაფერი მოუხერხა, ასეთ შემთხვევაში იგი შეიძლება მოცილებული იქნეს პლასტიკური ოპერაციის საშუალებით. ამ დროს კეთდება ნიკაპის ლიპოქსაცია, ანუ მცირე ზომის კოსმეტიკური დასერვა და ზედმეტი ცხიმისგან პრობლემური ზონების განთავისუფლება.

მინი-ლიპოქსაცია არა მარტო ცხიმის ზედმეტი შრისგან ანთავისუფლებს კანს, არამედ ანადგურებს ცხიმის უჯრედებს შორის ზღუდეებს, რაც ხელს უშლის ცხიმის ხელახლა წარმოქმნას. ლიპოქსაცია ეფექტურია გარანტირებული შედეგის თვალსაზრისით, თუმცა ამ ოპერაციას აქვს მინუსებიც :

პირველი - საჭიროა ოპერაციის შემდეგ დიეტის დაცვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ცხიმის შრე დროთა განმავლობაში ისევ შეიძლება გაჩნდეს.

მეორე - სამი კვირის განმავლობაში საჭიროა სპეციალური სახვევის ტარება, ეს არის სპეციალური ბანდაჟი, რომელიც იცავს კანს ჩამოკიდებისგან, ამ დროის განმავლობაში კი კანს შეუძლია შემცირდეს ზომაში და დაიჭიმოს.

შესაძლებელია ლაზერული ლიპოქსაციის გაკეთებაც. ტექნოლოგია დაფუძნებულია ლაზერის სელექციურ ზემოქმედებაზე ცხიმის უჯრედების მემბრანაზე. ლაზერული იმპულსი დელიკატურად შლის ცხიმის უჯრედებს ისე, რომ, არ აზიანებს კანის მიმდებარე ქსოვილებს.

ასეთი ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდი შეადგენს 4 - 6 დღეს. გართულებებს ადგილი თითქმის არა აქვს.

ოპერაცია ტარდება ადგილიბრივი ანესთეზიის ქვეშ და პაციენტს შეუძლია ნახევარ საათში დატოვოს კლინიკა, ხოლო ერთი დღის შემდეგ შესაძლებელია შხაპის მიღება. კომპრესული სახვევის ტარება საჭიროა მხოლოდ 5-7 დღის განმავლობაში.

ამერიკული, ეფექტური ტექნოლოგია

ამერიკელმა ქირურგებმა გამოიგონეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც პრაქტიკულად ხსნის ღაბაბის პრობლემას. ისინი ქვედა ყბის ქვემოთ, იქ სადაც ღაბაბი ჩნდება, აკერებენ სპეციალურ რეზინებს. ეს მარტივი მოწყობილობა არ იწვევს არავითარ დისკომფორტს და იდეალურად ჭიმავს კანს ნიკაპზე.

ოპერაცია ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა, პაციენტების 99% კი აბსოლიტურად კმაყოფილია ოპერაციის შედეგებით.

ღაბაბის გაჩენა ასაკთან ერთად ბუნებრივი და გარდაუვალია, თუმცა ბალანსირებული და სწორი კვების რეჟიმი, ზემოთ აღნიშნულ მეთოდებთან ერთად წარმატებით გაუმკლავდება ამ პრობლემას.





წყარო