როგორ მივხვდეთ როდესაც გვატყუებენ?


1.დააკვირდით სხეულის ენას. ცნობილია, რომ ადამიანი ტყუილის დროს ერიდება თვალებში ყურებას, თუმცა აქ არის მეორე ფაქტორიც – როდესაც ადამიანი ფიქრობს. ასევე დააკვირდით თუ შეამჩნევთ მოუსვენრობას, ნერვიულობას და თუ ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს იმ გარემოში სადაც წესით მასე არ უნდა იყოს.

 

2.ყოველთვის ძალიან ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს, დაიმახსოვრეთ რაც შეიძლება მეტი! დააკვირდით მომენტებს როცა სხვადასხვა დღეს სხვადასხვანაირად და სახეცვლილად ყვება ადამიანი ერთსა და იმავე ისტორიას. კერძოთ ცვლილებებია დროში, ისტორიაც გადაკეთებულია და განსხვავდება პირველად მოყოლილისგან, დამატებული აქვს რამე დეტალი, ანდაც აკლია ძალიან მნიშნველოვანი. თუ თქვენ ამას მიხვდით უმეტესს შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ თავად თქვენს თანამოუსაბრეს დაავიწყდა თუ როგორ მოგატყუათ წინაზე.
3.შენიშნეთ ის მომენტი, როცა ადამიანი თავგამოდებით და აგრესიულად არ პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ასეთი თავდაცვა იმას მიანიშნებს, რომ ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და არ უნდა გამოაშკარავოს ეს.
4.დააკვირდით პერსონას, რომელზეც ეჭვი გაქვთ, რომ გატყუებთ. როდესაც ის იტყუება ან ცდილობს რამე დამალოს ის მუდამ თქვენ გიწყებთ დადანაშაულებას სიცრუეში, როცა თქვენ მართლაც, რომ არაფერი მაგდაგვართან საქმე არ გქონიათ. ამით ის ცდილობს ამ კონკრეტული სიტუაციიდან ყურადღება გადაიტანოს სხვაზე და უფრო მეტიც ტყუილები სხვა პერსონას მიაწეროს მეტი თუნდაც, რომ ის უფრო მარტივად გამოძვრეს შემდეგში თუ დაუსაბუთდა რამე.
5.ყური დაუგდეთ თქვენს ინტუიციასა და ქვეცნობიერს. შენ შეიძლება დარწმუნებით იცოდე, რომ ის ადამიანი რომელიც შენ წინ დგას და თავგამოდებით რაღაცას გიყვება, ნამდვილად ცრუობს მაგრამ ნუ გააკეთებ ნაადრევ დასკვნებს რათა არ ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში.შეაგროვე მტკიცებულებები.

6.პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე მტკიცედ ჰკითხეთ ადამიანს რასაც ის ყვებოდა იმ მომენტში მოგატყუათ თუ არა. ადამიანი ამას როცა არ ელოდება, ტყუილის შემთხვევაში დიდი შანსია დაიბნეს. ადამიანი იბნევა როცა ხვდება, რომ ის ტყუილზე დაიჭირეს.

7.ყოველთვის ეცადე, რომ იყო გამგები. დაადგინე მიზეზი თუ რატომ ცრუობს ადამიანი, თუ რაში ან რის გამო დასჭირდა ეს. იქნებ სურდა, რომ არ გტკენოდა და გწყენოდა რამე ? ან იქნებ შეეშინდა, რომ არ გაბრაზებულიყავი? ასევე, რომ მასში იმედი არ გაგცრუებოდა. მიზეზი ბევრი შეიძება იყოს, მაგრამ ყოველთვის იყავი ყურადღებიანი მსმენელი და გამგები ადამიანი.
8.როდესაც დანამდვილებით მიხვდებით, რომ ადამიანი გატყუებთ არ გაცოფდეთ! უფრო მეტიც არ შეიმჩნიოთ. მოუსმინეთ მას უფრო ყურადღებით , დაუსვით კითხვები რაც შეიძლება მეტი ალაპარაკეთ და დაინტერესდით თუ სადამდე წავა მისი ფანტაზია. ასევე დაიმახსოვრეთ მისი მიმიკები, ჟესტები , მეტყველების მანერა ტყუილის დროს. ხოლოდ სხვა სიტუაციაში როცა არ იცით მისი ნათქვამი მართალია თუ არა აღიდგინეთ თუ როგორ იქცეოდა ის ტყუილის შემთხვევაში.