კაცი, რომელსაც 5 000-მა ქალმა პაემანზე უარი უთხრა

ზოგიერთ ადამიანს უიღბლობა მუდამ თან სდევს, ან სიყვარულში არასდროს უმართლებს. ამ საკითხში სრული რეკორდი სერბმა პრედრაგ იოვანოვიჩმა დაამყარა - მას 5000-მა ქალმა პაემანზე უარი უთხრა.

მამაკაცი მარტოობით ისე დაიღალა, რომ ქალებს ინტერნეტში "ფეისბუქის" საშუალებით ეძებს. მან 5 000 მარტოხელა ქალს შეტყობინება გაუგზავნა, რომ პაემანზე ეპატიჟებოდა და სერიოზული ურთიერთობა სურდა. 5 000 შეტყობინებას ერთი დადებითი პასუხიც კი არ მოჰყოლია - მხოლოდ 15-მა ქალმა მოსწერა და ამ შემთხვევაშიც ყველა მესიჯი ნეგატიური იყო.


წაიკითხეთ  ვრცლად