"ცოცრით ვუკრავ" - სკანდალური ნომერი ქართულ "ნიჭიერში"



"რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერის" მეხუთე სეზონი დაიწყო. ამ სეზონზე პროექტის მონაწილეებს ლევან წულაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ნიკა გვარამია აფასებენ. წამყვანებად კი მსახიობები - ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მოგვევლინენ.

სცენაზე ბევრი საინტერესო და ნიჭიერი კონკურსანტი გამოვიდა, თუმცა ერთმა მაყურებლის და ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დარბაზიც ძალიან გაამხიარულა. ეპატაჟურად და სექსუალურად ჩაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა, სცენა დაიკავა და ხმამაღლა გამოაცხადა ცოცრით უნდა დავუკრა როიალზეო (ცოცარი ძველქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს).