39 წლის მომღერალმა "ნიჭიერის" ჟიური და დარბაზი აატირა

27 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერის" მეხუთე სეზონის პრემიერა შედგა. სცენაზე ბევრი საინტერესო კონკურსანტი გამოვიდა. მათ შორის იყო 39 წლის რუსთაველი ამალია ჯიბლაძე, რომელმაც Moon River არაჩვეულებრივად შეასრულა და ჟიურის და დარბაზში მყოფი ხალხის ატირება მოახერხა. ამალია ოთხი "კი"-თი მორიგ ტურში გადაიყვანეს.