ია ფარულავა ანრი ჯოხაძის სტატუსს პასუხობს

ანრი ჯოხაძის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის „ნიჭიერის“ კონკურსანტს ამალია ჯიბლაძეს აფერისტს უწოდებს და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს ია ფარულავა გამოეხმაურა.
ანრი იმავე სტატუსში ჟიურის წევრებს ია ფარულავასა და ნანუკა ჟორჟოლიანს კითხვით მიმართავს, - „ჟიურის წევრებო თქვენ რაღა გატირებდათ“?

ია ფარულავა: „ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამალიას ფონოგრამაზე ემღერა, მე გამოცდილება არა მაქვს იმისა, რომ შევამჩნიო ვინ მღერის ფონოგრამაზე და ვინ არა, როგორც ჩანს ანრის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ფონოგრამაზე სიმღერის და თვალი აქვს სამაგისოდ, მე არა მაქვს. პირიქით ისე ვიყავი აღელვებული და შერძრული ამ ქალის სიმღერით, რომ ერთი წამითაც არ გამივლია გულში ამ ქალმა ფონოგრამაზე იმღერა თუ არ იმღერა.

ეს რა თქმა უნდა სპეციალისტების გასარკვევია, მაგრამ რას იტყვის ანრი ჯოხაძე, მაშინ, როცა ეს ქალი აუცილებლად გავა ფინალში და იქ ლაივში იმღერებს და არა ფონოგრამით, მერე რაღას გვეტყვის?! აი, ეს არის საინტერესო“.




წყარო