ამალია ჯიბლაძეს ახალი „მტერი“ გამოუჩნდა.

„ახალი მტერი“ პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაიაა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ აუცილებელია „ნიჭიერის“ მონაწილემ ამალია ჯიბლაძემ კონკურსზე შესრულებული სიმღერა ახლიდან შეასრულოს.


ირაკლი ლომაია: „მოვითხოვ ეს ქალი მუსიკის გარეშე ამღეროთ ზუსტად ის სიმღერა, რითაც აატირა საქართველო...

თუ ცილს წამებს ანრი ჯოხაძე, საჯაროდ მოუხადოს ამალიას ბოდიში, ხოლო თუ იმ შემთხვევაში ჯოხაძე მართალია, საჯაროდ მოგვიხადეთ ბოდიში ყველა ჟიურის წევრებმა - ნანუკა ჟორჟოლიანმა და ია ფარულავამ, და იცით რატომ?

იმიტომ, რომ ჟიურიში თქვენი ლამაზი თვალების გულისთვის არ უნდა იჯდეთ, არამედ ცოტა რამ მაინც უნდა გაგეგებეოდეთ საქმის და იყოთ კომპეტენტური...

მითუმეტეს ქალმა ფონოგრამაზე თუ იმღერა და თქვენ ამხელა შეცდომა გაგეპარათ, დროა ქუდი დაიხუროთ და წახვიდეთ სახლებში.

მაგრამ მე უდიდეს იმედს ვიტოვებ, რომ ჯოხაძე არ აღმოჩნდება მართალი, ყოველი შემთხვევისთვის ასე მინდა, რომ იყოს“.



წყარო