ქორწილი სიკვდილამდე 10 საათით ადრე – ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ
- 2014-11-15 10:25:09
- 2116 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ამ დღეს ორი ადამიანი ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს ეფიცება. სიმსივნით დაავადებული როუდენ გოს უკანასკნელი სურვილი იყო, ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, ეს მშვენიერი მომენტი არ განეცადა.
ფილიპინელმა საყვარელ ქალზე სიკვდილამდე 10 საათით ადრე იქორწინა. როუდენ გოსა და ლიზლს უკვე 2 წლის ქალიშვილი ჰყავდათ და 2014 წლის ივლისში გეგმავდნენ დაქორწინებას. მაგრამ მაისში როუდენი მოულოდნელად გახდა ცუდად და საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე, მეოთხე სტადია. 29 წლის ფილიპინელს აცნობეს, რომ ერთი-ორი თვეღა ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს ბევრი დაეცემოდა... მაგრამ არა ეს წყვილი. ყველაფრის მიუხედავად, მათ გადაწყვიტეს, მაინც ექორწინათ და სამუდამო სიყვარული შეეფიცათ ერთმანეთისთვის.
წყვილმა 18 ივნისს, მანილას საავადმყოფოში იქორწინა, ნათესავების და რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით. მეორე დღეს, ქორწინებიდან ზუსტად 10 საათში, როუდენი გარდაიცვალა...