სიმართლე ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ
- 2014-11-17 10:03:48
- 30172 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
1. ეს არ არის ძალიან რომანტიკული მომენტი. თუ უცნაური შეხედულებები არ გაქვს რომანტიკასთან დაკავშირებით.
2. ეს არ განსაზღვრავს შენი დარჩენილი სექსუალური ცხოვრების ხასიათს. ძირითადად, პირველი სექსი არაკომფორტულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგიც ასეთივე იქნება.
3. პირველი სექსის დროს ორგაზმის განცდა თითქმის გამორიცხულია. თუ მოხდა სასწაული და პირველი სექსის დროს ორგაზმი განიცადეთ, კარგად მოუფრთხილდით პარტნიორს, გამოდის მან მშვენივრად იცის ქალის სხეულის ენა.
4. პირველი სექსის შემდეგ ზრდასრულ პიროვნებად არ გადაიქცევი. შეიძლება იგრძნო, რომ უფრო მეტად გაიზარდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ სიბრძნე მოგემატა.
5. მეგობრებისთვის მოტყუება ყოველთვის ჯობია, ვიდრე სიმართლის თქმა. ტყუილის შემთხვევაში, ყველაფერს ისე აღწერ, როგორც გინდოდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდი.
6. შემდეგ ჯერზე სექსი გაცილებით უკეთესი იქნება. არავისთვისაა პირველი სექსი საუკეთესო, არავისთვის!
7. მითები სისხლდენისა და ტკივილების შესახებ ძალიან გაბუქებულია. არავინ იცლება სისხლისგან და არავინ განიცდის გაუსაძლის ტკივილს.