სამტრედიის რაიონში ბიცოლამ 4 წლის ბავშვი გაგუდა

სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი გაგუდა. მეზობლების ინფორმაციით , სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბალიშით გაგუდეს.

მათი ცნობით, ოჯახს ახლობელი, სავარაუდოდ ბიცოლა სტუმრობდა, რომელსაც 12 წლის შვილი, რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. შვილის სიკვდილის შემდეგ ეს ქალბატონი ჭკუიდან შეშლილა.
"ამ ქალმა ოჯახის წევრებს სთხოვა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მასთან, სოფელ ჩხენიშში გაეშვათ სტუმრად, სადაც შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბავშვი სავარაუდოდ ბალიშით გაგუდა", - აცხადებენ მეზობლები.
მათი ცნობით, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული ქალი ყვებოდა რომ მისი შვილის გარდაცვალების დროს ნათესავის ბავშვი იცინოდა და შური იძია.


წყარო