ცნობილი ადამიანების ყველაზე ეფექტური დიეტები

ფაქტია, რომ წონის პრობლემა ყველაზე ხშირად ვარსკვლავებს აწუხებთ, რადგან მათი დღის რეჟიმი იმდენად დატვირთულია, რომ ჭამის გრაფიკი არეული აქვთ. გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის ყველაზე ეფექტურ დიეტებს.

ქეთა თოფურია, მომღერალი

ქეთა მუდმივად შესანიშნავ ფორმაშია, ამაში როგორც ჩანს გენეტიკაც უწყობს ხელს, თუმცა წონის შესანარჩუნებლად მომღერალი დიეტასაც მიმართავს. ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ცოტა ხნის წინ მან 12 დღიანი დიეტის საიდუმლო გაამხილა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ ახერხებდა წონის შენარჩუნებას მომღერალმა ვრცლად უპასუხა და მკითხველს შესანიშნავი რჩევები მისცა.

ქეთა:
- ძირითადად მხოლოდ ცილოვან საკვებს მივირთმევ. მთელი დღის განმავლობაში შემიძლია ვჭამო ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, უმი ბოსტნეული სხვადასხვა რაოდენობით. ასევე ვჭამ ყველს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცხიმიანია.

ერთდაერთი რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ, ეს არის შემწვარი საჭმელი, შოკოლადი და ნამცხვრები. ასევე ჩემ შავ სიაში შედის კარტოფილი, მაიონეზი და ალკოჰოლი. უბრალოდ დაივიწყეთ ამ სამი რამის არსებობა.

უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც საღამოობით ჭამაზე უარს აცხადებს, რას დაუშვებელია. მთავარია დაძინებამდე ორი საათით ადრე მიირთვათ და ეს იყოს ცილოვანი საკვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებლად მოერიდეთ შემწვარ საჭმელებს.

ჯანსაღი კვებისას ასევე მნიშვნელოვანია წყლის მიღება. დღის განმავლობაში მიიღეთ ორი ლიტრი წყალი. თუ რაოდენობას ვერ აკონტროლებთ, დღის განმავლობაში შეიძინეთ 4 ბოთლი 0.5 ლიტრი წყალი. თითო ბოთლი დალიეთ ორი საათის განმავლობაში.

თუ ამ წესს შეასრულებთ, მაშინ თამამად და სუფთა სინდისით მიირთვით მოხარშული ხორცი.

დიეტის დაწყებისას ჩემი ყოველდღიური მენიუს კი ასეთია:

დილა იწყება ჭიქა წყლით. საუზმეზე შვრიის ფაფას, ხაჭოს ან არაჟანს მივირთმევ. ხანდახან დღის განმავლობაში ორ ნაჭერ პურზეც არ ვამბობ უარს. სადილზე მივითმევ ზეითუნის ზეთით შეზავებულ ბოსტნეულის სალათს და მოხარშულ ხორცს ან თევზს.

აუცილებლად ვაყოლებ ერთ მწვანე ვაშლს.

საღამოს შემიძლია მენიუ გავიმეორო და თევზი და ხორცი ისევ მივირთვა, მაგრამ ცხადია არა შემწვარი. ხანდახან ღამის მენიუ სალათით ჩაანაცვლეთ.

არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა. დიეტა მოიცავს 12 დღეს.

თინა კანდელაკი, ჟურნალისტი

პოპულარული ქართველი თინა კანდელაკი უკვე წლებია, რაც რუსეთში მოღვაწეობს და გარდა გარეგნული სილამაზისა, ჟურნალისტი ყოველთვის კარგი ფორმით გამოირჩევა.

თინა სიმაღლეში 1.67 სმ-ია და 52 კგ-ს იწონის. როგორც აღმოჩნდა, ტელევარსკვლავი მიდრეკილია სიმსუქნისკენ, ამიტომ ყურადღებით ეკიდება საკუთარ წონას და მაქსიმალურად აკონტროლებს.

მან უარი თქვა ისეთ საკვებზე, როგორიც არის პური, ფუნთუშები და კარტოფილი. მისი მენიუ უხვად არის გაჯერებული ხილით, ბოსტნეულით, კვერცხით, თევზით.

ტკბილეული ჩაანაცვლა თაფლით და სხვადასხვა სახეობის ჩირით. ხანდახან მიირთმევს მწარე შოკოლადს და ცდილობს, არ ჭამოს ღამით.

წონაში სწრაფად დასაკლებად იყენებს ექსპრეს დიეტას და სამ დღეში სამ კილოს იკლებს.

1 დღე - დღის განმავლობაში მიირთვით 5 ც. ვაშლი და შუალედებში დალიეთ მწვანე ჩაი, სასურველია ჯანჯაფილის ჩაი.

2 დღე - მოხარშული წიწიბურა მიირთვით დღის განმავლობაში 5-ჯერ. რამდენსაც შეძლებთ. შუალედებში დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი.

3 დღე - მიირთვით ბრინჯის ფაფა დღის განმავლობაში და დილა-საღამოს დალიეთ 1 ჭიქა ჯანჯაფილის ჩაი.

დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ არა ხანგრძლივი და შედეგისთვის

ცდად ნამდვილად ღირს.

წაიკითხეთ  სრულად