ჩუმი რევოლუცია, ანუ როგორ გეგმავს Apple-ი SIM-ბარათების დასამარებას
- 2014-11-23 11:48:17
- 8581 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კომპანია "ეფლის" საშემოდგომო პრეზენტაციის მოლოდინი ბევრს არ გაუმართლდა. ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ღონისძიება იყო ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ახალი პლანშეტები რევოლუციური ცვლილებების გარეშე წარადგინეს მომხმარებლების წინაშე. ერთი შეხედვით, ყველაფერი მართლაც ასეა, მაგრამ არის სიახლეც, რომლის შესახებაც ეფლის წარმომადგენლებმა არაფერი თქვეს.
კუპერტინოში გადაწყვიტეს სიმ ბარათის ხელახლა გამოგონება და ამასთან, მოიფიქრეს იდეალური სქემა ეგრეთ წოდებული "მობილური მონობის" დასამთავრებლად. "აიპად ეარ 2"-ს მყიდველები კომპლექტში მიიღებენ "ეფლის" სიმ ბარათს, რომელსაც ნებისმიერ ოპერატორთან შეუძლია მუშაობა.
ჯერჯერობით ეს სიახლე მხოლოდ ამერიკაში და ბრიტანეთში მუშაობს, მაგრამ თუ ეს პროდუქტი წარმატებული იქნება, "ეფლი" თავის საფირმო ბარათებს მთელს მსოფლიოში გაავრცელებს. ახალ პლანშეტურ დეტალებში უკვე ჩადებულია ყველა საჭირო ოპერატორის ფუნქციები, მომხმარებელს მხოლოდ ის დარჩენია, აირჩიოს და შეცვალოს საკუთარი სურვილის მიხედვით.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ეფლის" სიმი ერთჯერადი ფუნქციის არაა, მის მფლობელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს შეცვალოს ოპერატორი და ტარიფის გეგმა, მაგალითად, მოგზაურობის წინ, ან განრიგის შეცვლისას. ამისათვის აღარ არის აუცილებელი ოპერატორების სალონის მონახულება, განცხადებების წერა ან ოპერაციის ორჯერ შესრულება. ყველაფერი დაუყოვნებლივ მუშავდება აიპადში.
იმის გათვალისწინებით, რომ "ეფლის" სიმი შესაძლოა, რევოლუციური პროდუქტი გახდეს, არაა გასაკვირი, რომ პრეზენტაციაზე მის შესახებ არავის უსაუბრია და სმარტფონების ნაცვლად, პლანშეტებზე გავრცელდება მისი გამოყენების არეალი. ასეთი კონცეფცია ოპერატორების ბიზნესს სერიოზულად დააზარალებს, რადგან მომხმარებელს აღარ ექნება აუცილებლობა, მოინახულოს ოპერატორი ტარიფების შესაცვლელად, მარტივად შეეძლება თავადვე განაგოს ოპერაციები.
ჯერ რთულია იმის თქმა, გამოჩნდება თუ არა ეფლ სიმი სმარტფონებზეც და შეძლებს თუ არა ამერიკული კომპანია "ბარათების რევოლუციის" აუცილებლობაში ოპერატორების დარწმუნებას. ასეა თუ ისე, ეს ტექნოლოგია შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გახდეს "ეფლში" და მსოფლიოს მასშტაბით ოპერატორებზე და მომხმარებლებზე დიდი გავლენა იქონიოს.