სოციალური ქსელების ზეგავლენა ადამიანის ფსიქიკაზე
- 2014-02-07 13:28:52
- 7473 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სოციალური ქსელი ესაა სტრუქტურა,რომელიც შედგება ცალკეული ინდივიდებისაგან,რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ მეგობრობა, საერთო ინტერესები, ოფიციალური ან ფინანსური ურთიერთობები,ოჯახისწევრობა,რელიგია,რწმენები ან სხვა ურთიერთობის (ურთიერთდამოკიდებულების) ფორმები.
ავსტრალიელი მეცნიერების უკანასკნელი კვლევების თანახმად, მსხვილი სოციალური საიტების ზემოქმედება ადამიანზე და მის ფსიქიკაზე, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება. უფრო მეტიც, ახლახანს ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუკი უცბათ, მომენტალურად, სოციალური ქსელები შეწყვეტენ მუშაობას, მათი მომხმარებლების (აქ საუბარია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მომხმარებლებზე) დაახლოებით 65% ვერ შეძლებს ამ ფაქტის უმტკივნეულოდ გადატანას: – მათ დიდ ნაწილში გამოვლინდება სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები, დეპრესიები და თვითმკვლელობის მცდელობები.
XXI საუკუნეში ინტერნეტის მომხმარებელთა 62% სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, რომელთაგან 36% თავის გვერდძე (პროფილში) შედის მინიმუმ 2-3-ჯერ დღეში. მომხმარებლების 10 %, რაც არის სოციალური ინტერნეტ ურტიერთობის ყოველი მეექვსე მომხმარებელი, ფასდებიან როგორც “სოციალური ნარკომანები”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სჭირდებათ თავისივე გვერდის დათვალიერება, სიახლეების დამატება,და სხვა მანიპულაციების ჩატარება ,რაც იღებს პერმანენტულ ხასიათს.
იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო სოციალური ქსელები ხელმიუწვდომელია, ასეთი ადამიანები იწყებენ ნერვიულობას (იმის გამო რომ ისინი ვერ ახერხებენ სიახლეების ნახვას). შედეგად, მათი ორგანიზმი განიცდის ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაც ვლინდება მოუთმენლობაში, გაღიძიანებასა და აგრესიაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ავსტრალიელი მკვლევარები აღნიშნავენ,რომ სულ რაღაც 5 წლის წინ „სოციალური ნარკომანების“ კლასში შეიძლება შესულიყო სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხოლოდ 4%. ხოლო ახლა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2007-2012 წლებში „სოციალური ნარკომანების“ რიცხვი 2,5-ჯერ გაიზარდა და შეადგინა სოციალური ქსელების მომხმარებელთა 10%.
ასეთი შედეგის მიზეზი არის, როგორც სოციალური ქსელების პოპულარიზაცია, ასევე მათი („სოციალური ნარკომანების“) შინაგანი განვითარება და ადაპტაცია, აგრეთვე ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელებში დღესდღეისობით დარეგისრტირებულია ძალიან ბევრი ადამიანი, რაც ქმნის მარტივი ურთიერთობის ერთ–ერთ შესანიშნავ წყაროს. მეცნიერების აზრით უახლოესი წლების მანძილზე ეს ტენდენცია გაგრძელდება და „სოციალური ნარკომანების“ რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება.
სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს შეადგენენ უმეტესად 12–დან 45 წლამდე ასაკის კატეგორიის ადამიანები. ფსიქოლოგები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ისეთი ჯგუფის მომხმარებლებზე, რომელთა ფსიქიკა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ასეთ ჯგუფში მოიაზრებიან მოზარდები. რადგან მათი ფსიქიკა არასტაბილურია, ისინი ხშირად ავლენენ „ინტერნეტდამოკიდებულებას“, რაც უარყოფითად მოქმედებს მოზარდების პროგრესსა და მსოფმხედველობაზე. განუსაზღვრელი დროით ქსელში ყოფნა მოზარდებს, და არა მარტო მათ, ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, რეალობისა და დღევანდელობის შეგრძნებას. ამასთანავე სოციალური ქსელები ხელს უშლიან მათ განვითარებასა და გაზრდას, რადგან ის ხდება მათი ცხოვრების ნარკოტიკი. არანაკლებ სახიფათოა მოზარდების მიერ სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების კითხვა. ხშირია, როდესაც სოციალური ქსელები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოზარდთა ფსიქიკაზე.
განსხვავებული სიტუაციაა მოზრდილთა კატეგორიაში (24–25–დან 45 წლამდე).ამ ასაკობრივ ჯგუფში ადამიანები,რომლებსაც არ ჰყავთ ნაპოვნი პარტნიორი,დიდ იმედებს ამყარებენ სოციალურ ქსელებზე. ფიქრობენ,რომ იტერნეტის საშუალებით ბევრად ადვილია ადამიანის გაცნობა და დაოჯახება.თუმცა, სინამდვილეში თავს იჩენს ხოლმე უფრო მეტი უარყოფითი მხარე,ვიდრე დადებითი,რაც იწვევს სინანულის შეგრძნებას და იმედგაცრუებას.
ცნობილია რომ ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში წარმოებული განქორწინებების 20% სოციალურ ქსელ Facebook–ს უკავშირდება. ( ამ ფაქტის შესახებ წერს The Daily Mail ). ყოველ მეხუთე მეუღლეს ოჯახის დანგრევის ერთ–ერთ მიზეზად მისი მეორე ნახევრის სოციალურ ქსელებში ზედმეტად ჩართულობა მოჰყავს.
ჩვენს დროში,როცა მრავალფუნქციური ტექნოლოგიების,ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ბუმია, ყველანაირი ინფორმაცია შეიძლება უკვე ადვილად ხელმისაწვდომად ჩაითვალოს. თუმცა ამ მიღწევებთან ერთად,როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, განვითარდა ახალი ფსიქიკური დაავადება–ინტერნეტდამოკიდებულება, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს და ხელს უწყობს სოციალური ქსელების არსებობა (პოპულარობა). გავლენა მართლაც დიდია,ამის აღიარება უნდა შეგვეძლოს, მაგარამ, ამავე დროს,საჭიროა ჩვენვე ვაკონტროლოთ ჩვენი თავები, გადავდგათ კონკრეტული და მიზანდასახული ნაბიჯები ამ პრობლემის დასაძლევად (თუკი ეს პრობლემა ჩვენში რეალურად არსებობს), რათა ამ გავლენამ ჩვენს ფსიქიკაზე დამღუპველად არ იმოქმედოს.
უდავოა,რომ სოციალურმა ქსელებმა უკვე ღრმად შემოაღწიეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაიდგეს ფესვები ჩვენს ფსიქიკაში. მეტიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ხალხი ჯერ კიდევ ვერ აფასებს იმ ზეგავლენის სიდიდეს, რასაც სოციალური ქსელები ახდენენ ჩვენზე.
განვითარებას ჩვენ ვერ შევაჩერებთ (და არცაა ეს საჭირო).უბრალოდ უნდა ვეცადოთ შევამციროთ გავლენის ხარისხი და ეფექტი. ვირტუალურ ურთიერთობებზე მეტად უპირატესობა მივანიჭოთ პირისპირ, ცოცხალ ურთიერთობებს.თუ ვაცნობიერებთ რომ ვხდებით ინტერნეტმიჯაჭვული (ინტერნეტდამოკიდებული),შევეცადოთ საკუთარ თავს მისი გამოყენების შეზღუდვები დავუწესოთ.
გვახსოვდეს,რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენის შემცირება.
სტატიის ავტორი: Megi Mamukashvili