
როგორ გამოიყურებიან მოსწავლეები და მათი კლასი სხვადასხვა ქვეყნებში (15 ფოტო)
- 2014-02-19 23:09:31
- 12104 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ფოტოგრაფმა ჯულიან ჯერმენმა 2004 წელს გადაწყვიტა გადაეღო თუ როგორ გამოიყურებიან სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები და მათი კლასი. 2004-დან 2012 წლამდე ის მოგზაურობდა და გადაიღო დაახლოებით 450 მოსწავლე. ქვემოთ მოცემულ სურათებში თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეები კდა გაიგოთ თუ მოსწავლეების რამდენი პროცენტი ხვდება უბაღლესში დ ა რამდენი იჭრება!
რუსეთი. სანკტ-პეტერბურგის კალინინსკის რაიონის №63 სკოლა. "ესენი იყვნენ ყველაზე ამბიციური მოსწავლეები, რომლებიც მე მინახავს, ყველა მათგანი ემზადებოდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ასევე ესენი იყვნენ ერთადერთი მოსწავლეები, რომლებიც დადიოდნენ ქუსლებზე, გუჩით და პრადათი. ეს კლასი უფრო გადა საქმიანი ადამიანებს, ვიდრე მოსწავლეებს.
ბრაზილია. Escola Estadual Nossa Senhora do Belo Ramo სკოლა, ქალაქ ბელუ-ორიზონტესი. ეს იყო ტიპიური სკოლა მომუშავე ბავშვებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ კვარტალებში. ამ სკოლიდან მაქსიმუმ 8-10% აბარებს უნივერსიტეტში.
გერმანია. Agnes-Miegl-Realschule სკოლა დიუსელდორფში. "თქვენ ხედავთ, რომ კლასი მორთულია გრაფიტებით - ახალგაზრდული სუბკულტურით, ეს სკოლა უბრალოდ გაჟღენთილია ახალგაზრდული სულისკვეთებით."
იემენი. სკოლა Al Ishraq Primary ქალაქ აკამატ ალ-მეგაბში. "ეს ერთოთახიანი დაწყებითი სკოლის კლასია, ქვეყნის მთიან ნაწილში. აქ ერთდროულად სწავლობენ 5-დან 12 წლამდე ბავშვები. უფროსები ეხმარებიან პატარებს სწავლაში. ამ სკოლიდან მხოლოდ 15% აგრძელებს სწავლას საშუალო სკოლაში. ამათთაგან უმაღლესში კი არავინ აბარებს."
აშშ. Beaumont High Schoo სკოლა, ქალაქი სენტ-ლუისი. "ეს სკოლა ასახავს ქალაქის ამ რაიონის რეალობას, რომელიც ძირითადად შავკანიანებით არის დასახლებული. სკოლა დიდია, ძველი ნაშენი. აქ მხოლოდ ძლიერი მასწავლებლები ჩერდებიან და უძლებენ, ტრიგონომეტრიასაც კი ასწავლიან ბავშვებს. ამ სკოლიდან კოლეჯებსა დ ა უნიბერსიტეტებში მხოლოდ 15% მიდის."
ჰოლანდია. სკოლა Bornago College. ფოტოგრაფი ამბობს, რომ იმ სკოლებიდან, რომელიც მან ნახა ეს ბავშვები გამოირჩევიან სიწყნარით, მოწესრიგებულობით, ღიმილით და არ ეშინიათ ფოტოს გადაღების. ეს 9-ე კლასია. 13-14 წლის ბავშვები.
ესპანეთი. სკოლა Colegio de Educación Público, Estados Unidos de América Huarte de San Juan მადრიდში. ამ სკოლაში მუსიკალურ განყოფილებაში მადრიდის ფილარმონიის წარმომადგენლები მუშაობენ. "ესპანეთში კლასები ბავშვების რაოდენობით იყო ძალიან პატარა იმათ შორის, რომლებიც მე გადავიღე" - თქვა ჯერმენმა.
ინგლისი. სკოლა Deneside Infants School ქალაქი სიჰემი. "ეს პატარა ქალაქია და განსაკუთრებული რაიონი, სადაც არის სკოლა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. კლასი ზალიან ერთრასიულია, აქ თითქმის სულ თეთრები არიან"
პერუ. სკოლა Escolar Secundaria Tiracanchi. ეს სკოლა მთიან რეგიონში მდებარეობს. ამ მოსწავლეების 25% საობრობს ერთ-ერთ ინდურ ენაზე - კეჩუაზე. მაცხოვრებლების 80% გლეხებისგან სედგება. სახლების 46% არ მიეწოდება ელექტროენერგია. ამ სკოლაში სულ ერთი მასწავლებელი ასწავლის, რომელიც 67 წლისაა. ამ სკოლიდან არავინ არასოდეს არ მოწყობილა უმაღლესში.
ეთიოპია. Gambella Elementary School. ეს უჩვეულო სოფელი დედაქალაქიდან, ადის-აბებადან 420 კილომეტრის მოშორებითაა. სკოლაში 5 კლასია. მასწავლებლები ამ სოფელში ყველაზე პატივცემულ ადამიანებად ითვლებიან. ისინი იღებენ ხელფასის სახით დაახლოებით 70 ამერიკულ დოლარს თვეში.
ბანგლადეში. სკოლა Jessore Zilla School. მოსწავლებლები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ფორმებს, რადგან ბანგლადეშში ფორმიანი ადამიანი ძალიან პატივსაცემია. მოსწავლეების უმრავლესობა ოცნებობს გახდეს ექიმი დ ა ადვოკატი, მაგრამ რეალობა მწარეა. აქ სკოლადამთავრებული ბავშვებისთვის ამ პროფესიების გზა თითქმის დახურულია, რადგან სკოლის დამთავრებისთანავე ისინი მიყავთ საომრად.
ნიგერია. Kuramo Junior College სკოლა ვიქტორიას კუნძულზე, არც ისე შორს დედაქალაქიდან, ლაგოსიდან. ეს ერთადერთი კლასია სკოლაში, რომელიც არ არის ღიაცისქვეშ დარჩენილი. ეს კლასი და ავეჟი ერთ-ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ გაუკეთა ქველმოქმედების სახით.
ტაივანი. სკოლა Min-sheng Junior High School დედაქალაქ ტაიბეიში. თავიდან ეს ბავშვები ვახშმობენ სკოლაში მასწავლებლებთან ერთად, შემდეგ კი მათ აცდიან, რომ დაიძინონ 30 წუთით პირდაპირ მერხზე. ამის სემდეგ ისინი სეირნობენ გარეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ აგრძელებენ სწავლას. ამ ბავშვებს დღეში 8-9 გაკვეთილი აქვთ!
კუბა. სკოლა Escuela Primaria Angela Landa ჰავანის ძველ ნაწილში. ამ ბავშვების ოჯახები ძალიან ღარიბად ცხოვრობენ, მაგრამ მედიცინა ძალიან განვითარებულია, ასევე სკოლაში ბავშვებს უფასოდ აჭმევენ.
ყატარი. სკოლა Omar Bin Al-Khattab Educational Complexდედაქალაქ დოჰაში. "ეს სკოლა მე მეჩვენა ძალიან ეფექტურად (აქ მასწავლებლები თითქმის სულ ევროპიდან არიან), მაგრამ უგულოები". განსაკუთრებულ სიამაყედ ამ ბავშვებში ითვლება ულვაშები, რომელიც სურათზეც კარგად ეტყობათ.