ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია

ამერიკელი მეტეოროლოგების განცხადებით, სატელიტურ ფოტოებში ანომალური ზონის თავზე ექვსკუთხიანი ფორმის ღრუბლები დაფიქსირდა. მათი აზრით, ისინი „ავიაბომბების“ როლს თამაშობენ.

ბერმუდის სამკუთხედის თავზე აფეთქებისას, ისინი ჰაერის ძლიერ ნაკადს ოკეანეში უშვებენ. მეცნიერების აზრით, ატმოსფერული ტალღების ზემოქმედების დროს ყალიბდებიან ტურბულენტური ზონები, სადაც სავარაუდოდ ხვდებიან თვითმფრინავები და გემები.

ბერმუდის სამკუთხედი ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. ბერმუდს გეომეტრიული სამკუთხედის ფორმა აქვს. ის შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ პუერტო-რიკომდე და ბაჰამის გავლით უკან ფლორიდამდე.

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებულ პარანორმალურ ამბებს ზოგი უცხოპლანეტელთა გატაცებებს უკავშირებს, ზოგიც კი ამის მიზეზად დროის ხვრელებსა და სხვა განზომილებებს ასახელებს.