ხალხური საშუალებები სურდოს განსაკურნად

ძლიერი სურდოს(რინიტი) შემთხვევაში ცხვირის ნესტოებთან მიიტანეთ სხველი ხელსახოცი, ხოლო ხელსახოცზე დაალაგეთ მცირე რაოდენობის გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ხახვი. იწექით ასეთი კომპრესით 10-15 წუტით. სუნთქვა ამის შემდეგ ბევრად გაგიადვილდებათ.

- სურდოს განკურნებას ასევე ძალიან შველის მზესუმზირის ზეთზე დაყენებული ნიორი. დაახვიეთ ბამბა ასანთის ღერზე, ამოავლეთ ამ სამკურნალო სითხეში და წაისვით ცხვირის ღრუში. სურდო თითქმის მაშინვე შეგიწყდებათ, მაგრამ თუ კიდე არ შეგეშვათ, ჩაატარეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე.

- სურდოს დროს ასევე რეკომედენულია აგრეთვე წიწაკიანი სპირტის ნაყენში დასველებული დოლბანდით ფეხების შეხვევა, ზემოდან ჩამოიცვით შალის წინდები და ასე დაიძინეთ.


სურდოს რეცეპტი ბავშვებისთვის

კალანჰოეს წვენის 5 წვეტი და ნივრის წვენის 1 წვეთი ჩააწვეთეთ ბავშვს ცხვირში. მას მთელი ცხვირის ღრუ მყისვე გაეწმინდება. 2-3 დღეზე მეტ ხანს არ ჩააწვეთოთ, ვინაიდან ნიორი გაუღიზიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს.


წყარო