საუდის არაბეთში ქორწილი განქორწინებით დასრულდა

ამ ცოტაოდენი ხნის წინათ კურიოზული შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში, სადაც ქორწილი ახალგაზრდა წყვილის განქორწინებით დამთავრდა.

"საუდის არაბეთში ახლადდაქორწინებული წყვილი გაიყარა საქორწინო ცერემონიის დასრულებისთანავე", - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Okaz. ამ სამწუხარო ფაქტის მიზეზი იყო ის, რომ სიძეს პატარძალი საშინლად არ მოეწონა.
ახლო აღმოსავლეთში გარვცელებული ტრადიციის მიხედვით, ახალგაზრდა წყვილმა ქალაქ მედინადან დაქორწინება გადაწყვიტა მშობლების შეთანხმების შედეგად, თან სასიძოს და საპატარძლოს ქორწინებამდე ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. როცა ქორწილმა კულმინაციას მიაღწია, ფოტოგრაფმა სთხოვა პატარძალს პირბადე აეწია, რათა საერთო სამახსოვრო სურათი გადაეღო. ახალგაზრდა კაცმა სწორედ მაშინ დაინახა პირველად თავისი მომავალი მეუღლის სახე. მან მაშინათვე მიიღო გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.
"შენ არა ხარ ის გოგონა, როგორიც მე წარმომედგინე და რომელზეც ვოცნებობდი. მაპატიე, მაგრამ უნდა გაგეყარო", -განუცხადა მან პატარძალს მთელი სტუმრების გასაგონად.
ამ სიტყვებმა პატარძლის ნერვიული შოკი და ისტერიკები გამოიწვია, გოგონა ცრემლებად იღვრებოდა და ყმაწვილს ემუდარებოდა არ შეერცხვინა ის და არ მიეტოვებინა ქორწილის პირველივე დღეს, მაგრამ სიძის გადაწყვეტილება ურყევი იყო. მშობლების დაჟინებულმა თხოვნამაც კი არ გაჭრა. ქორწილის დღესვე მან განცხადება შეიტანა განქორწინების შესახებ.
საყურადღებოა, რომ მუსულმანურ ქვეყნებში სიძეს უფლება აქვს ქორწილამდე ერთადერთხელ ნახოს საცოლის სახე, მაგრამ მან რატომღაც ამ უფლებით არ ისარგებლა და ბრმად დაჰყვა მშობლების ნებას.
სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა კაცის ასეთმა საქციელმა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. წამოვიდა კომენტარები იმის შესახებ, რომ სილამაზე ქალის სულშია და არა მის სხეულში და რომ ამ საქციელით მამაკაცმა დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა საბრალო გოგონას.



წყარო - მანჩო 777