მეცნიერებმა ყველაზე ბედნიერი ასაკი დაასახელეს

ამერიკელმა და გერმანელმა მეცნიერებმა ყველაზე ბედნიერი ასაკის დასადგენად კვლევა ჩაატარეს.
კვლევაში მონაწილე 20 000 სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებს თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილების შეფასება 7 ქულიანი სისტემით სთხოვეს.
მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოვრებით კმაყოფილების დონე გარდატეხის ასაკში მცირდება. ხოლო 40 წლის ქალბატონები და მამაკაცები თავს მეტ-ნაკლებად ბედნიერად თვლიან. 40 წლის შემდეგ კი მათი განწყობა და ხასიათი სტაბილურდება.

46 წლის ასაკში ცხოვრებით კმაყოფილების დონე იზრდება და პიკს 70 წლის ზემოთ ასაკში აღწევს. ანუ მეცნიერების გამოთვლით, ყველაზე ბედნიერად ადამიანი თავს 74 წლის ასაკში გრძნობს. ეს იმით აიხსნება, რომ ხანშიშესული ხალხი ძირითად დროს საკუთარ თავს უთმობენ და მათ უფრო ნაკლები პრობლემები აქვთ ვიდრე ახალგაზრდებს.

თუმცა უფრო ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალებისთვის ყველაზე ბედნიერ ასაკად 28 წელი იყო დასახელებული.




წყარო - newposts.ge