შეცდომები, რომლებიც პირველ პაემანზე არ უნდა დაუშვათ



პირველი პაემანი ყველა ქალისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორედ პირველ პაემანზე უშვებს ყველაზე მეტ შეცდომას.
იმისათვის, რომ პირველივე პაემანზე პარტნიორს თავი მოვაწონოთ და ურთიერთობები მომავალშიც განვითარდეს საჭოროა არ დავუშვათ შემდეგი შეცდომები:



შეცდომა 1: ტანისამოსი

არ არის საჭირო პირველ პაემანზე ისე გამოიპრანჭოთ, როგორც სადღესასწაულო მიღებაზე. მაღალი ქუსლები და კოკტეილის კაბა შესანიშნავია საღამოს გასატარებლად, მაგრამ თუ თქვენ სასეირნოთ მიდიხართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საღამოს კაბა სრულიად უადგილო იქნება.

შეცდომა 2: აკრძალული თემები

გახსოვდეთ, რომ პრინცი დაქალი არ არის! ამიტომ ნუ დაიწყებთ მასთან თქვენი ყოფილი თაყვანისმცემლების შესახებ ტრაბახს. ამ თემაზე სჯობს არც პირველზე და არც მეათე პაემანზე არ ილაპარაკოთ. თუ არ იცით რითი შეავსოთ პაუზა, კითხეთ თქვენს პარტნიორს მისი ჰობისა და გატაცებების შესახებ.

შეცდომა 3: ბევრი ალკოჰოლი

გახსოვდეთ, რომ ქალს ძალიან უხდება ფხიზელი, ბუნებრივი ღიმილი. ეცადეთ პირველ პაემანზე მაინც არ მიეძალოთ ალკოჰოლს. აჩვენეთ თქვენს რჩეულს, რომ თქვენ ღირსეული ქალი ხართ და იცით სად და როგორ მოიქცეთ.

შეცდომა 4: მანერები

ეცადეთ მოთოკოთ თქვენი ემოციები. რაც არ უნდა სასაცილო ანეკდოტი მოგიყვეთ თქვენმა პარტნიორმა არ ღირს თავშეუკავებლად და ხმამაღლა სიცილი. ასევე ნუ მიირთმევთ საჭმელს ხელებით და არ დაგავიწყდეთ ხშირად მოიწმინდოთ პირი ხელსახოცით. სხვა შემთხვევაში მამაკაცს თქვენზე წარმოდგენა შეეცვლება და მეორე პაემანი შესაძლოა აგარც იყოს.

შეცდომა 5 : შეცდომების გახსენება


პირველი პაემანის დასრულების შემდეგ ნუ ეცდებით გაიხსენოთ დაუშვით თუ არა შეცდომა და ნუ ეცდებით გააანალიზოთ ყველა თქვენი ქცევა. მითუმეტეს ნუ ინერვიულებთ ამის გამო, პირიქით რაც შეიძლება დადებითად განეწყვეთ. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ მოიპოვოთ თქვენი პრინცი. თუ გაგიმართლათ პრინცს ცხენიც ეყოლება.




წყარო - newposts.ge