ზამთარში მუშაობა ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს
- 2014-11-26 10:25:07
- 1921 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზამთარში ბევრი ადამიანი სამსახურში მანამდე მიდის, სანამ ინათებს და სახლში ბრუნდება, როცა უკვე ბნელა. რეჟიმს, რომელსაც მზის სინათლის ნაკლებობა ახლავს, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები მოსდევს, ამტკიცებენ ორგანიზაცია Mental Health Research UK-ის სპეციალისტები. თუ ადამიანი ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის მზის სინათლეს არ იღებს, მას დეპრესია და აპათია უვითარდება. ამან შეიძლება სეზონური აფექტური აშლილობა გამოიწვიოს.
10-დან სამი ადამიანი ზამთრის თვეებში გათენებამდე დგება და სახლში მზის ჩასვლის შემდეგ ბრუნდება. კვლევაში მონაწილე 2000 ადამიანიდან 50% შეშფოთებული იყო იმით, რომ სამუშაო ადგილზე ბუნებრივი განათების წყარო საკმარისი არ
იყო. ხოლო ყოველი მეათე სამსახურში ბუნებრივ განათებას საერთოდ მოკლებული იყო.
დოქტორი ლაურა დევიდსონი დამსაქმებლებს ცუდად განათებულ ოფისებში დამატებითი სინათლის წყაროების დამონტაჟებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ზამთრის ყველაზე მძიმე დღე იანვრის მესამე ორშაბათია. ამას ცუდი ამინდის ეფექტი, წინა წლიდან დარჩენილი ვალები და მოტივაციის დაქვეითება ერთვის.
მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.