რატომ არ უნდა დავიძინოთ პიჟამოთი

წყარო - newposts.ge

დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ძილისთვის ყველაზე შესაფერისი ადამ და ევას „კოსტიუმია“. სპეციალისტთა აზრით, პიჟამოთი ძილი სრულფასოვანი დასვენების საშუალებას არ იძლევა.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქმე ის არის, რომ ძილის დროს სხეულის უმნიშვნელო გადახურებაც კი აფერხებს ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონების გამომუშავებას, როგორებიცაა მელატონინი და ზრდის ჰორმონი.

დედიშობილა ძილის დროს მცირდება კორტიზოლის - სტრესის ჰორმონის დონე, რაც უზრუნველყოფს დილით კარგ ხასიათზე გაღვიძებას და მთელი დღის განმალვობაში კეთილგანწყობისა და ენერგიულობის შენარჩუნებას.

კორტიზოლის დაბალი დონე საშუალებას იძლევა, აგრეთვე, აკონტროლოთ მადა და უზომოდ არ მიირთვათ ტკბილეული და ფასტ-ფუდი. გარდა ამისა, ძილის დროს სხეულის ბუნებრივი ტემპერატურა და კანის პირდაპირი კონტაქტი ჰაერთან მის რეგენერაციას უწყობს ხელს.