ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები

ღალატის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა.

გიორგი ყიფშიძე

გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი. "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით. გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. გიორგიმ მერე მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დასამალი არაფერი ჰქონდა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილმა. იას და გიორგის დაშორების შემდეგ, გიორგი ყიფშიძემ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, 20 წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. შემდეგ იყო რთული პერიოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით თამრიკო ჭოხონელიძემ ყველა პრობლემა გადალახა და ოჯახის უფროსობაც საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ეკა მამალაძეს, ცნობილი გახდა, რომ მისი და გია როინიშვილის დაშორების მიზეზი ოლეგ მელნიკოვი გახდა. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა მამალაძე ამას უარყოფს.



წაიკითხეთ  სრულად