ბავშვი-სენსაცია: 9 წლის სუპერმოდელი, რომლის სილამაზე მოგაჯადოვებთ


კრისტინა პიმენოვა ჯერ მხოლოდ ცხრა წლისაა და მას უკვე იცნობენ როგორც "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონას". მოსკოველი მოზარდი პოდიუმზე 4 წლის ასაკიდან გამოდის და უკვე მოასწრო თანამშრომლობა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დიზაინერებთან და ბრენდებთან: რობერტო კავალი, დოლჩე & გაბანა, ბენეტონი, არმანი და სხვები.

კრისტინას წარმატებული სამოდელო კარიერა მისი მოდელი დედის - გლიკერია შიროკოვას დამსახურებაა. გოგონას მამა კი ვეტერანი ფეხბურთელი რუსლან პიმენოვია, რომელიც რუსეთის ნაკრებში თამაშობდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

9 წლის მოდელი ინტერნეტსენსაციად იქცა: "ფეისბუქზე" კრისტინა პიმენოვას გვერდს 2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, სოციალურ ქსელ ტვიტერში და ინსტაგრამზე კი გოგონას ათი ათასობით მიმდევარი ჰყავს.