დაკარგული მსოფლიო - სურმას ტომი (10 ფოტო)
- 2014-02-19 23:40:45
- 6651 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფოტოგრაფმა მარკოს ლირამ ეს ფოტოები გადაიღო 2010 წელს ომოს მდინარის ხეობაში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან, ადის-აბებადან 3 დღის სავალზეა და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ტერიტორიაა. ომოს ხეობა იმითაა გამორჩეული, რომ 4 ძირითადი აფრიკული ენობრივი ჯგუფის სამშობლოა. აქ ბინადრობს ოცზე მეტი ტომი, ზოგიერთი მათგანი ათი ათასობით წევრისგან შედგება, სხვები კი – მინიმუმ 500-სგან. თითოეულის კულტურა განსხვავებული და უნიკალურია. ყველა ტომი თავის ენაზე საუბრობს და თავისი რელიგია აქვს.
სურმას თავიანთ თავს ასე ახასიათებს:
"ჩვენ სხვებს ვჯობივართ, რადგან ვტკბებით თავისუფლებით, არ გვყავს ბატონები, ეს მიწა მხოლოდ ჩვენია.
ჩვენ არ შევწყვეტთ სხეულის მოხატვას, ჯოხებით ორთაბრძოლებს, ტუჩში თეფშის ჩადებას.
ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენ ტრადიციებს ვუფრთხილდებით."